საზოგადოება "ასეთი გამოხმაურება თუ ექნებოდა არ გვიფიქრია. ეს რომ გვცოდნოდა აქამდე გავაკეთებდით" 2014, 28 ივლისი, 9:59 ![]() გადაცემის წამყვანებმა იმის დასამტკიცებლად, რომ მანდილოსნების დაკნინება განზრახული არ ჰქონიათ ახალი შოუ დადგეს. ამჯერად ინსტრუმენტად საკუთარი უკანალები გამოიყენეს. მომხდარმა "ქართველი მორალისტები" ძალიან გააღიზიანა. საზოგადოების აგრესია კი გაორმაგდა. "ასეთი გამოხმაურება თუ ექნებოდა არ გვიფიქრია. ეს რომ გვცოდნოდა აქამდეც გავაკეთებდით. ჩვენს გადაცემაში მართლსაწინააღმდეგო და გაუმართლებელი არაფერი კეთდება. საერთოდ ვერ ვხვდები რატომ გაღიზიანდნენ"-ამტკიცებს ფაქო. "ჩვენი გადაცემა იუმორისტულია და კაცის ან ქალის დასაკნინებლად არაფერი კეთდება. თუ ვინმეს რამე ეწყინა, ვიღაცის შვილი ამას შეესწრო და არ მოეწონა, მათ ოჯახებს პირადად მე ბოდიშს ვუხდი"-ამკიცებს კოტიკო. როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანაში, როგორც სხვა ყველაფერი, მორალი, ზნეობა და იუმორი განსხვავებულად ესმით. სად გადის ზღვარი იუმორსა და გარყვნილებას შორის ძნელი სათქმელია. ალბათ, ვისთვის, როგორ... 271 2-ს მოსწონს 1-ს არა
|