საზოგადოება ინდირა ჯგერენაია: "დააკალით თავი იდიოტ ქმრებს", ნიჭიერის ფინალისტს შეყვარებული ნიკა გვარამიას გამო დაშორდა 2015, 18 თებერვალი, 21:13 ![]() ინდირა ჯგერენაია საქართველომ მუსიკალურ პროექტ "ჯეოსტარის" წყალობით გაიცნო. მომღერლის ვარსკვლავი პროექტის დასრულებისთანავე ჩაქრა. როგორც გაირკვა, ინდირას დეპრესიამ შეუტია, რამდენჯერმე კი თვითმკვლელობაც სცადა. რთული პერიოდი შეყვარებულმა გადაატანინა, რომელთანაც 3 წლის მანძილზე იცხოვრა. ინდირამ პროექტ "ნიჭიერის" წყალობით კვლავ მოიპოვა პოპულარობა და მის შესახებ ბოროტი ხმებიც გავრცელდა. მომღერალი პროექტის ფინალში "რუსთავი 2"-ის წყალობით მოხვდა, შემდგომ კი მისივე გადაწყვეტილებით 10000 ლარიანი ჯილდოც მიიღო. გავრცელდა ხმები რომ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორსა და ინდირა ჯგერენაიას რომანი ჰქონდათ. ჭორებმა ძალიან გააღიზიანა ინდირას შეყვარებული, წყვილი ხშირადაც ჩხუბობდა. მომღერალის მტკიცებით, მეორე ნახევარი რესტორანში მიუვარდა და "კონცერტები" მოუწყო. დაშორების მიზეზი, კი ჭორები გახდა, ინდირასა და ნიკა გვარამიას რომანის შესახებ. ![]() ![]() 5650 7-ს მოსწონს 3-ს არა
|