საქართველო "ბოტასებიანი" გოგო ჯაკუზებიანი კაბინეტით იუსტიციის სამინისტროში (რა დიდძალ ქონებას ფლობს თეა წულუკიანი?) 2013, 3 თებერვალი, 19:49 ალბათ ყველამ იცით, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. საიტი "PRESA.GE" კი მასზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:"თეა წულუკიანი ტელე-კამერების თოჯინად იქცა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები უკვე ასე ხუმრობენ: უთოს რომ შეაერთებ, მალე იქიდანაც იუსტიციის მინისტრი დაილაპარაკებსო. თეა წულუკიანის შერჩევით სამართალსა და პარტიული დაკვეთებით პირების დაკავებაზე უკვე მრავალგზის დაიწერა. ერთი შეხედვით, ეს "ბოტასებიანი" გოგო სინამდვილეში ივანიშვილის შუშის სახლის მონსტრად იქცა. იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში და მის სავარძელში ჩასკუპებისთანავე ტელე-კამერებთან წულუკიანმა ადეიშვილი ფუფუნების მოყვარე მინისტრად შერაცხა და ქართულ საზოგადოებას დაპირდა, რომ ჯაკუზებიან კაბინეტზე უარს იტყოდა და მოკრძალებულ, მცირე კაბინეტს აირჩევდა სამუშაოდ. თუმცა, როგორც ჩანს წულუკიანმა იცრუა: არც იუსტიციის მინისტრის ჯაკუზებიანი კაბინეტი დაუტოვებია და დამატებით იუსტიციის სამინისტროში ახალი კაბინეტების მოწყობასა და საოფისე ავეჯის შეძენაზეც დაუწყიათ ზრუნვა. ეტყობა უყვარს წულუკიანს "ფეშენი" და ევროპული ფუფუნება. ეს მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციიდან ჩანს. გასაგებია, რომ წულუკიანი მანამდე შესაძლოა, რომელიმე ორგნიზაციაში სოლიდურ ანაზღაურებას იღებდა, თუმცა, საკითხავია, რამდენს, რომ ნახევარ მილიონიანი ბინა იყიდო სტრასბურგში და აგარაკები საქართველოში?! თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წულუკიანი მისი მოსამართლე მამის უმწიკვლოებაზე თავს სდებს, იმისდა მიუხედავად, რომ სიკვდილმისჯილებზე მოსამართლეებისაგან ფულის კეთების მანკიერი თვისება წულუკიანის მამის საქმიანობის დროს ფართოდ მიღწეული იყო, მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, საიდან უნდა ეყიდა წულუკიანს ენ-რაოდენობის სახლები საქართველოსა და საფრანგეთში?!" ამ სკანდალური განცხადების შემდეგ "PRESA.GE" თეა წულუკიანის ქონებრივ დეკლარაციაზე მოგვითხრობს და ამ უკანასკნელით ცდილობს გაამყაროს ყველაფერი ზემოაღნიშნული. თეა წულუკიანს ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 21 დეკემბერს შეუვსია.იუსტიციის მინისტრის სახელზეა გაფორმებული 120 კვ.მ ფართობის ბინა საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში და 6 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართი. ამ ბინის ფასი 240 000 ევროა. ასევე წულუკიანს ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი თბილისში, სოფელ დიღომში, საერთო ფართობით, 400 კვ.მ. და დიღომშივე - ავტოფარეხი (30 კვ.მ.). იუსტიციის მინისტრს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მას 2003 წელს გამოშვებული Mini Cooper ჰყავს. საზოგადოების ერთი ნაწილი კი კმაყოფილია, თუ წულუკიანს ამდენი ქონება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე არ აიწყობს მომავალსო, მეორენი კი ცხადია უკმაყოფილონი არიან და ამტკიცებენ მაგას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი გადასახადებზე არ ეყოფაო... ჩემი აზრით, კი ჯობია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველაფერი გამოჩნდება... 3453 8-ს მოსწონს 3-ს არა
|