საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი "ააფეთქა"!-რა დაემართა ყოფილ პრემიერს? 2017, 17 ივნისი, 21:42 რამდენიმე საათის წინ "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში სანდო წყაროზე დაყრდნობით სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა.
მისი თქმით ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წუხელ, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა. ამჟამად, ლუქსემბურგიდან ჩამოყვანილი 6 ექიმის ზედამხედველობის ქვეშაა სახლში. ps დამძიმდა და ემერჯენსით გადააფრინეს გერმანიაში." აღნიშნულ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის "ქართული ოცნების" დეპუტატების მხიდან, ერთ-ერთ მათგანი, ოთარ ჩრდილელი გვარამიას პოსტს მალევე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ივანიშვილი "კაჟივითაა!" ყოფილი პრემიერის ავადმყოფობა თავდაპირველად არც უარყო და არც დაადასტურა მისმა პრესსამსახურის უფროსმა გიორგი უძილაურმა, მოგვიანებით კი რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს რომ ბიძინა ივანიშვილი თავს შესანიშნავად გრძნობს და ეს ნაციონალების მოგონილი ჭორია. ნიკა გვარამია ასევე გაზეთ "ალიას" გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც "ალიამ " ბიძინა ივანიშვილის კომენტარი მოიპოვა: "„ალიამ“ ბიძინა ივანიშვილის კომენტარი მოიპოვა!!! - „მადლობა, რომ მომიკითხეთ!“ მეორე დღეა, ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ დაუზუსტებელი ინფორმაციები ვრცელდება, თითქოს მან ინსულტი მიიღო და სასწრაფო წესით გერმანიაში გადააფრინეს. ამ თემაზე `ალიამ~ ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური კომენტარი მოიპოვა: ექს-პრემიერი `ალიასთან~ საუბარში აცხადებს, რომ იგი იმყოფება საჩხერეში, თავს გრძნობს შესანიშნავად და სასაცილოდ არ ყოფნის ხელმოცარული ადამინების ფანტაზია... `საჩხერეში, ჩემს სახლში ვარ და თავს ვგრძნობ შესანიშნავად. მადლობა, რომ მომიკითხეთ..." ნიკა გვარამია "ალიას: გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობა და დამამტკიცებელ საბუთს ითხოვს. უცნობია, გაკეთდება თუ არა ოფიციალური განცხადება ივანიშვილის პრესსამსახურის მხრიდან, რადგან ბოლო ინფორმაციით გიორგი უძილაურმა რელიზის გავრცელაბაზე უარი განაცხადა: “ბიძინა ივანიშვილი მტრის ჯინაზე კარგადაა და თავს ჯანმრთელად გრძნობს. რატომ უნდა გავარცელო ბოდვაზე რელიზი?!” 249 შეფასება არ არის
|