საზოგადოება Rolls-Royce – მა ყველაზე ძვირადღებული ავტომობილი წარადგინა 2017, 16 ივნისი, 23:00 ბრიტანელებმა იტალიაში, ელეგანტურობის კონკურს Villa d’Este –ზე, ორადგილიანი კუპე Sweptail წარმოადგინეს.
მანქანის ერთადერთი ეგზემპლარი უცნობი, მაგრამ ძალაიან საპატიო კლიენტისთვის დამზადდა.
ეს უნიკალური კუპე Sweptail, მყიდველს 10 000 000 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. ტორსენ მიულერ–ოტვოსის, Rolls-Royce Motor Cars – ის მმართველის განცხადებით მანქანა ძალიან–ძალიან ძვირია (დაახლოებით 5 Bugatti Chiron–ის ფასი). შემკვეთი თანახმა იყო ნებისმიერი თანხის გადახდაზე. მანქანის კონცეფცია ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ – "სახმელეთო იახტა" – საზღვაო თემატიკა დომინირებს მანქანის ექსტერიერსა და ინტერიერში. აგრეთვე წააწყდებით გასული საუკუნის ოციანი და ოცდაათიანი წლების როლს–როისების შტრიხებს. დიდი გაბარიტების მიუხედავად, ავტომობილში მხოლოდ ორი ადგილია, სალონის უკანა ნაწილი ბაგაჟისთვისაა. ცენტრალურ კონსოლში დამონტაჟებული მექანიზმის საშუალებით, ღილაკზე თითის დაჭერით, ქვემოდან შამპანურის ბოთლი და ორი ბროლის ბოკალი ამოდის. ტექნიკური მონაცემების შესახებ არაფერია ცნობილი, სავარაუდოდ Sweptail დამზადებულია უკვე გამოშვებული Phantom Coupe – ს ბაზაზე. 72 შეფასება არ არის
|