საზოგადოება ავაწყოთ ტრაქტორი – ახალი გართობა ტურისტებისათვის 2017, 14 ივნისი, 18:28 მინსკის ტრაქტორის ქარხანა, ამ ზაფხულს აპირებს, ახალი უჩვეულო ტურისტული პროდუქტი შემოგვთავაზოს.
2017 წლის იანვრიდან ქარხანაში სამრეწველო ტურიზმი განავითარეს: ექსკურსიები ტარდება ქარხნის საამქროებში, სადაც დამთვალიერებლებს უჩვენებენ თუ როგორ მზადდება ტრაქტორი.
![]() ქარხანას 1 200 დამთვალიერებელი ესტუმრა, მათ შორის 275 უცხოეთიდან. მალე ტურისტებს ახალ მომსახურებას შესთავაზებენ – მსურველებს შეუძლიათ კონვეიერზე იმუშაონ. ექსკურსიის ბოლოს მათ ტრაქტორის აწყობაში მონაწილის სერტიფიკატს გადასცემენ. 84 შეფასება არ არის
|