სხვა გააკეთეთ კინეტიკური ქვიშა სახლში - ეს მარტივი და იაფია! 2017, 3 ივნისი, 0:10
ეს უჩვეულო გასართობი შვეციაში გამოიგონეს, მაგრამ დღეს მას მთელს მსოფლიოში იცნობენ! კინეტიკური ქვიშა, გარდა იმისა, რომ ბავშვების საყვარელი გასართბია, ასევე შესანიშნავი მეთოდია მოზრდილთა რელაქსაციისთვის. ჭკვიანი ქვიშით თამაშის პროცეს იმდენად სახალისოა, რომ თავის დანებებაც კი ძნელია.
ამ შესანიშნავი სათამაშოს ერთადერთი უარყოფითი მხარე მისი ფასია, რომელიც არც თუ ისე დაბალია. თუმცა ბევრს გაუხარდება იმის გაგება, რომ მისი გაკეტება სახლშიც მარტივად შეიძლება. რა არის კინეტიკური ქვიშა შეხებით კინეტიკური ქვიშა სველს ჰგავს, ამასთან ის ძალიან რბილი და ადვილად ძერწვადია. ოდნავი ხელის შეხებისას კი ლამაზად იყრება და ჩვეულებრივ მასად იქცევა. ასეთი ქვიშა ადვილად გროვდება და არ იფანტება. ყველას, ვისაც ზღვის პლაჟზე ერთხელ მაინც უთამაშია ქვიშაში, კარგად იცის, რა ძნელია შემდეგ ტანსაცმლიდან თუ ჩანთიდან ქვიშის მოცილება. კინეტიკურ ქვიშას კი ეს არ ახასიათებს: მისი თამაში სახლშიც შეიძლება, არც ტანსაცმელში გროვდება და არც ხელებზე რჩება. რა სარგებელი მოაქვს ჭკვიან ქვიშას - კინეტიკური ქვიშა ხელს უწყობს ბავშვებში მცირე მოტორიკისა და ტაქტილური შეგრძნების განვითარებას. - ახდენს ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების სტიმულირებას. - ხელს უწყობს სივრცითი აზროვნების განვითარებას. - შესანიშნავად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე, ეხმარება ყურადღების კონცენტრირებაში. - ხსნის სტრესს, დაღლილობასა და აგრესიას. - ამასთან, ამ შესანიშნავ სათამაშოს შეუძლია მთელი ოჯახი დააინტერესოს, გააერთოანოს და ერთად ყოფნის დაუვიწყარი წუთები აჩუქოს. როგორ გავაკეთოთ კინეტიკური ქვიშა სახლის პირობებში ინგრედიენტები: 4 ჩ.კ. ბორის სპირტი 2 ჩ.კ. სილიკატური წებო 1 ჩ.კ. საკვები საღებავი 100 გრ. შინშილას ქვიშა მომზადება: მცირე ზომის ჯამში მოათავსეთ 4 ჩ.კ. ბორის სპირტი. დაუმატეთ წებო და სასურველი ფერის საკვები საღებავი. ყველაფერი კარგად აურიეთ. მიღებულ მასაში დაამატეთ შინშილასათვის განკუთვნილი სპეციალური ქვიშა (შეგიძლიათ ზოომაღაზიებში შეძენა). რატომ მაინც და მაინც ასეთი ქვიშა? ეს არის უკვე შემოწმებული, გასუფთავებული ქვიშა რომელსაც გააჩნია საჭირო დისპერსულობა. ყველაფერი კარგად აურიეთ და მზად არის! შეგიძლიათ ისიამოვნოთ ჭკვიანი ქვიშის საოცარი თვისებებით! ასევე დაგაინტერესებთ: 1. სპინერის ამ საოცარი თვისების შესახებ ბევრმა არ იცის! - როგორ და რატომ უნდა ავარჩიოთ სწორად 2. როგორ მოვამზადოთ "ტყლარწი" სახლში - 2 იაფი და ეფექტური ხერხი 3.რა არის სინამდვილეში საღეჭი რეზინი - წარმოუდგენელი რამ, რაზეც არავინ დაფიქრებულა! 4. ჩაძინებული გოგონას ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა - დააკვირდით მის ხელს! 5. დავალებამ, რომელიც ამ მასწავლებელმა მოსწავლეებს მისცა, ინტერნეტი დაიპყრო 582 3-ს მოსწონს
|