x
image
lady.ge
იდეალური მანიკური გაზაფხულისთვის
მარკა Essie-ს შემქნელი ესსი ვაინგარტენი გვთავაზობს იდეალური მანიკურის ვარიანტებს. როგორ შევარჩიოთ იდეალური მანიკური ახალი სეზონისთვის?

ოვალური თუ კვადრატული?-ორიენტაცია გააკეთეთ ფრჩხილის ძირზე, ის გიკარნახებთ როგორ ფორმაზე გაქლიბოთ ფრჩხილი.

ბუნებრივი თუ ხელოვნური?-ბუნებრივი რა თქმა უნდა.

ერთი დღით თუ რამდენიმე კვირით? სწორად წასმული მანიკური ორი კვირა შენარჩუნდება. დაფარეთ ფრჩხილები ფუძით და დაიცადეთ 2 წთ, შემდეგ გადაუსვით ლაქის პირველი ფენა, ისევ დაიცადეთ და გადაუსვით მეორე ფენა. გაითვალისწინეთ, რომ ფრჩხილები 7-10 დღეში გაიზრდება და ლაქი არაბუნებრივ იერს მიიღებს.


კონტრასტული თუ ნეიტრალური? ერთი ტონის მანიკური და პომადა მეტად ელეგანტურად გამოიყურება. თუმცა ეს წესი პირობითია, რადგან ლაქი განწყობის შესაბამისად უნდა აარჩიოთ.

გთავაზობთ საგაზაფხულო კოლექციების ჩვენებაზე წარმოდგენილი მაკიაჟის და მანიკურის მოდურ დუეტებს.

ფირუზისფერი-ზაფხულის რჩეული გახლავთ და მეგობრობს ბუნებრივი ფერის მაკიაჟთან.

imageAlexis Mabille

წითელი-კაშკაშა- წითელი მანიკური და პომადა ტონი ტონში გახლავთ ნამდვილი კლასიკა, რომელიც დროში არ ხუნდება.

imageJean Paul Gaultier

მუქი-ცისფერს არ შეუხამოთ ქლიავისფერი პომადა. უმჯობესია ქუთუთოები შეიღებოთ იისფერით

imageRodarte

ჟოლოსფერი-იდეალურად შეეხამება იისფერ და ზურმუხტისფერ ჩრდილებს, როგორც კაშკაშა ასევე პასტელურ ტონებში.

image

Cacharel

1
1210
1-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1210
  
2016, 21 მაისი, 20:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1