რჩევები რა ჩავიცვათ? 2012, 4 ნოემბერი, 23:18 ვისთვისაც ჩაცმა-დახურვის საკითხი აქტუალური თემაა, (და ძალზე ცოტა მეგულება ისეთი ქალი ვისაც მოდურად და ლამაზად ჩაცმა სიამოვნებას არ ანიჭებს) ნებისმიერი დილის, მუდმივი და პრიორიტეტული კითხვაა "რა ჩავიცვა?" . მამაკაცები ვერასოდეს გაიგებენ ალბათ, როცა გარდერობი სავსეა ჩვენი სამოსით, ამგვარ შეკითხვებზე ტვინის ჭყლეტა საერთოდ რა საჭიროა, მაგრამ ჩვენ ხომ მშვენივრად მოგვეხსენება, რომ დიდი რაოდენობის ტანსაცმელის ქონა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩაცმა-დახურვის საკითხი გადაწყვეტილია. უფრო პირიქით, რაც მეტია არჩევანი, მით უფრო მძაფრად ჩნდება კითხვა " და მაინც, რა ჩავიცვათ?". გამონაკლისი არც მე ვარ, ამიტომ ამ დიდად საჭრბოროტო თემაზე ფიქრმა, არაერთხელ მაიძულა, ინტერნეტი გადამექექა ლამაზი, მოდური და კომფორტული ლუქების ძიებაში. ამჯერად მინდა ჩემი ერთ-ერთი ბოლო აღმოჩენა შემოგთავაზოთ. გოგონა, რომლის ფოტოებიც ამ სტატიას ამშვენებს, ერთი ჩვეულებრივი "ფეშენ-ბლოგერი" გახლავთ, რომელიც საკუთარ ყოველდღიურ ჩაცმულობას დიდი მონდომებით არჩევს და სამოვნებით უზიარებს მკითხველებს. ვფქრობ, ამ ადამიანს, საკუთარი, განუმეროებელი სტილი გააჩნია და გადავწყვიტე, მის ბლოგზე არსებული რამოდენიმე საშემოდგომო ლუქი, თქვენთვისაც გამეზიარებინა. გადახედეთ, ინსპირაციისთვის მართლაც რომ დიდი მასალაა და კითხვა "რა ჩავიცვა" რამოდენიმე დღით მაინც მოასვენებს თქვენს გონებას.. 1182 8-ს მოსწონს 2-ს არა
|