რჩევები მოდური ჩანთა საკუთარი ხელით 2012, 31 მაისი, 22:25 ალბათ გახსოვთ, ჩემი წინა სტატია საკუთარი ხელით ძველი ფეხსაცმელებისთვის გლამურული იმიჯის შეძენას მივუძღვენი. ახლა კი მინდა მოდური და ლამაზი ჩანთის შესაქმნელად გასწავლოთ პატარ-პატარა ეშმაკობები. მათთვის ვინც ფანტაზიის უნარს და ცოტაოდენ თავისუფალ დროს არ უჩივის, ლამაზი და ორიგინალური ჩანთის შეკერვა პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. საამისოდ მოძველებული ჩანთა, ფუნჯები, საღებავი, სხვაადასხვა ფერის ბისერები, საქარგავი ძაფი და წებო დაგჭირდებათ, აქვე გეტყვით იმასაც რომ არსებობს სპეციალური ბისერების დასაწებებელი "პისტოლეტი" რომელშიც მყარი სილიკონის ფირფიტებს ჩადებთ, ელექტრო ენერგიის წყაროს შეუერთებთ და ის თხევადი სახით იქნება მზად რამოდენიმე წამში თქვენი ბისერების მისამაგრებლად. ეს კი შრომას ერთი ორად გაგიადვილებთ. ახლა კი თვალი გადავავლოთ სხვადასხვა კრეატიულ იდეას თუ როგორი შეიძლება იყოს ჩანთა რომელსაც "კუსტარულად" დავამზადებთ. 2220 5-ს მოსწონს 1-ს არა
|