x
image
lady.ge
როგორ შევინარჩუნოთ ფერი სოლარიუმის შემდეგ?მარტივი და ეფექტური ხერხი

image







ზაფხული მოდის და ე.წ „ზაგრის“ რობლემა, ყველა მოდის
მიმდევარი ქალის ცხოვრებაში აქტუალურად დგება. ზოგი ნანატრი შვებულების მოლოდინში,
მოკრძალებულად მალავს ქათქათა ფეხებს, გრძელი კაბისა და ჯინსის შარვლის ქვეშ, უფრო
აქტიურები და თამამები კი დიდი ხანია, სოლარიუმებს
სტუმრობენ რეგულარულად. გამოგიტყდებით და მეც, სოლარიუმის და ზოგადად გარუჯული კანის
„მოყვარულთა“ რიცხვში ვარ, აქედან გამომდინარე
გადავწყვიტე, სპეციალურად მიმეძღვნა სტატია ამ ძალზე „საჭირბოროტო“ თემისთვის.


სოლარიუმი ორნაირი არსებობს, ვერტიკალური და ჰორიზონტალური.
ვერტიკალური სოლარიუმის უპირატესობა გაცილებით უსაფრთხო ჰიგიენური ატმოსფერო და ულტრა
იისფერი სხივების მძლავრი ჭავლია, რომელიც სასურველი ფერის მიღებაში ბევრად უკეთ დაგეხმარებათ,
თუმცა ჰორიზონტალურ სოლარიუმსაც აქვს თავისი პრიორიტეტები, იგი განსაკუთრებით მოსახერხებელია
მათთვის, ვისაც ფეხებზე და ზოგადად მთელ ტანზე უნდა რუჯის მიღება, ამასთან ერთად გავრცელებული
აზრია ისიც, რომ ჰორიზონტალური სოლარიუმის აპარატით მიღებული ფერი გაცილებით დიდხანს
ძლებს ვიდრე ვერტიკალურის რუჯი. თუმცა ორივე მათგანს, აუცილებლად სჭირდება მოვლა და
შენარჩუნებაზე ზრუნვა სხვადასხვა მეთოდებით. მეც სწორედ ამ მეთოდების შესახებ ვაპირებ
ვისაუბრო ქვემოთ.


პირველი მეთოდი ე.წ „რუჯის გამაძლიერებლების“ გამოყენებაა-
არსებობს რამოდენიმე დონის გამაძლიერებლები-პირველი დონის ანუ კანის დამცავი, მეორე
დონის ანუ ინტენსიური ფერის მისაღებად, მესამე დონის ანუ ღრმა ტონალობისთვის და მეოთხე
დონის რუჯის გამაძლიერებელი, კანის გამკვრივების და დაცვის ფუნქციით, რათა თქვენმა კანმა რუჯის მერე ჩვეული ელასტიურობა შეინარჩუნოს.


მეორე მეთოდი კი, კვების სწორ რეჟიმს ეფუძნება. საიმისოდ,
რომ ჩვენმა კანმა კარგად მიიღოს რუჯი და ხანგრძლივად შეინარჩუნოს შოკოლადისფერი, სასურველია
სოლარიუმში ვიზიტების პარალელურად, თქვენი კვების რაციონში დიდი რაოდენობით შეიტანოთ
ის პროდუქტები, რომელიც ვიტამინი A-ს
შემცველობითაა მდიდარი და რაც მთავარია, ეს პროდუქტები აუცილებლად არაჟანსა და ზეითუნის
ზეთში შეზავებული უნდა მიირთვათ. რადგან ზემოთხსენებული ვიტამინი, რომელიც ულტრაიისფერი
სხივების „ათვისებას“ უწყობს ხელს, სწორედ
ცხიმთან სინთეზისას აქტიურდება. თუ ამ ორი
მეთოდიდან ერთერთს მაინც გაითვალისწინებთ, მერწმუნეთ საკუთარი შოკოლადისფერი კანით
ხანგრძლივად შეძლებთ მოიწონოთ თავი.





1
986
3-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
986
  
2012, 19 ოქტომბერი, 17:01
+++++++++++
0 1 1