შემოდგომის ორიგინალური კოსუტუმები - მიეცით ფანტაზიას გასაქანი
2012, 16 სექტემბერი, 12:39
შემოდგომა, განსაკუთრებული პერიოდია მათთვის ვისაც ჩაცმულობაში მრავალფეროვნება და ორიგინალური ხედვა მოსწონს. ამიტომ, სანამ ზამთარი თავისი კლიმატური პირობების გამო შეაიწროვებდეს ჩვენი ფანტაზიის ჰორიზონტს, დრო ვიხელთოთ და შემოდგომა რაც შეიძლება ფერადად და ორიგინალურად გავატაროთ. ამჯერად, გთავაზობთ საშემოდგომო კოსტუმების და მოსაცმელების ორიგინალურ ვერსიებს, რომელთაგან ბევრი საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ რომ შეიკეროთ ან გააფორმოთ.