რჩევები როგორი მანიკური ვატაროთ? მოდა თქვენი ფრჩხილებისთვის 2012, 7 მაისი, 22:08 ალბათ არავისთვის არ არის უცხო, რომ მოდის ტენდენციები არამხოლოდ სამოსზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარზე, არამედ მაკიჟსა და მანიკურის ხელოვნებაზეც ვრცელდება. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ თავს მოდურ, გლამურულ ქალბატონად მიიჩნევთ, აუცილებელია თქვენი ხელებიც აქტუალურად "უწყობდნენ ფეხს" მოდის უახლეს ტენდენციებს. აქედან გამომდინარე, წარმოგიდგენთ რამოდენიმე აქტუალურ შტრიხს, მაშ ასე, როგორი მანიკურია წლევანდელ სეზონზე მოდაში:
მაქსიმალური ბუნებრივობა -ფრჩხიბელის სიგრძე, ფერი და ფორმა ბუნებრივს დაუახლოვდა. აქედან გამომდინარე, მოდაშია კანისფერი მანიკური, ფრჩხილის მინიმალური სიგრძით და უზადოდ მოწესრიგებული ფრჩხილებით. ისე თითქოს, ეხლახანს ამოიღეთ ხელები მანიკურშას "კოსმეტიკური მისკიდან". ფერადი ფრენჩი-ორიგინალობის მოყვარულთათავის, ამ სეზონზე ფერადი ფრენჩი იქნება მოდაში. შეგიძლიათ სამოსის კოლორიტთან სინთეზში აარჩიოთ ფრენჩის ფერთა კომბინაცია, რაც საბოლოოდ ძალზე საინტერესო ანსამბლს შექმნის. განსაკუთრებულ მოდაშია ასევე მუქი ლურჯი, მუქი ყავისფერი, მუქი ლობიოსფერი, მელნისფერი ტონალობები, რომელიც აუცილებლად უნდა ატაროთ ფრჩხილის მინიმალურ სიგრძეზე. ხოლო ყველაზე, ყველაზე ორიგინალურებისთვის კი სეზონის Must-have-ი, ფილიპ ლიმას ატმისფერ-ლურჯი კომბინაციის მქონე მანიკურია წლევანდელ წელს მიჩნეული შესაფერისად. 4874 12-ს მოსწონს 1-ს არა
|