რჩევები ზაფხულის მოდა ფუმფულა და ტკბილი გოგონებისთვის (+ბევრი ფოტო) 2013, 4 ივლისი, 20:01 ნებსმიერ ქალს, გამხდარი იქნება ის თუ მსუქანი ერთი რამ აერთიანებს - სურვილი გამოიყურებოდეს ლამაზად და მოდურად. მერე რა თუ ერთნი ბუნებამ ნივთიერებათა ცვლის უკეთესი უნარით, ან უბრალოდ გენეტიკური სიგამხდრით დააჯილდოვა, მაშინ როცა მეორე ნაწილს საპატიო კილოგრამების დაწვაზე ფიქრში ხშირად უწევს ოფლის ღვრა და მუყაითი ვარჯიში. ნებისმიერ შემთხვევაში, სილამაზე შინაგანი მდგომარეობიდან მოდის, ამიტომ ლამაზ უხასიათოს მე პირადად, ფუშფუშა და ხალისიანი ადამიანი მირჩევნია. თანაც ჩემი დაკვირვებით, ფუმფულა ქალები უზომოდ მხიარულები, გამგებიანები და მეგობრულები არიან. ამიტომ მათკენ გული მხოლოდ პარამეტრების კი არა, ხასიათის გამო უწევთ მამაკაცებს. რაც ნებისმიერი ქალისთვის მნიშვნელოვანი საკითხია ურთიერთობისას. აბა მარტო ბარბის გარეგნობას და დაყენებულ ბიუსტს ვინ რა თავში იხლის ნეტა? ( მე მაპატიეთ უხეშობა). მოკლედ სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, დღეს გადავწყვიტე ჩემი მოდური "ვოიაჟი" ფუმფულების სამყაროში მოგზაურობას მივუძღვნა თქვენთან ერთად და საუკეთესო ზაფხულის ლუქები შევთავაზო მათ, ვინც იდეალური სხეულის ფორმებს ვერ დაიკვეხნის, მაგრამ გული აქვს ოქრო და ბაჯაღლო.. 3713 12-ს მოსწონს
|