ტენდენციები მისი უდიდებულესობა ლურჯი ლაქი 2012, 19 ივნისი, 8:19 წლევანდელი წელი, მოდური ტენდენციების განსაკუთრებული "სიჭრელით" და მრავალფეროვნებით გვანებივრებს ჩაცმა-დახურვა-გაპრანჭვის მოყვარულებს. ამ მხრივ, გარდა სამოსის ფერადოვნებისა, არც "სამანიკურო მოდა" ჩამორჩება მოდის უმთავრეს ტენდენციებს. განსაკუთრებულად მოთხოვნადი "მასთჰევი" წლევანდელ ზაფხულს, სხვა მკვეთრ ტონალობებთან ერთად ლურჯი ფერის ფრჩხილის ლაქია, რომელიც ძალიან უხდება ზაფხულის ჩაცმულობას და სამოსს. გასულ წლებში გავრცელებული სტერეოტიპი, რომ ლაქი მხოლოდ და მხოლოდ წითელი ან ხორცისფერი უნდა იყოს, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დღეს აუცილებელი არ არის ექსტრავაგანტურობით გამორჩეულ პიროვნებად გიცნობდნენ გარშემომყოფები რომ თითები ლურჯ ტონალობაში "გაიფერადო, უფრო მეტიც ლურჯი ლაქი კორპორატიულ მკაცრ "დრესს კოდსაც" შესანიშნავად შეგიძლიათ შეუხამოთ. თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით, ამგვარი ფერის ფრჩხილის ლაქი, განსაკუთრებულად ლამაზი თეთ ქათქათა მაისურსა და ხულიგნურ ჯინსებთან კომბინაციაშია. რაღა თქმა უნდა კარგ ნამზეურთან ერთად. გთვაზობთ ლურჯი ლაქის მოყვარულ სელებრითებს, რომელთა შორისაც მხოლოდ ქალები როდი არიან, ცნობილი "ჯეკი ბეღურაც" აღმოვაჩინე ამგვარი ტონალობის ლაქის მოყვარულთა სიაში.
1016 9-ს მოსწონს
|