ტენდენციები ზაფხულის ყველაზე მოდური ფეხსაცმელები 2012, 7 მაისი, 2:57 ![]() რაც უფრო მაღალი-მით უფრო მოდური- ამ ზაფხულს, მოდურია ატაროთ მაღალძირიანი ე.წ "ტანგეტის" ტიპის ან პლატფორმის ქუსლის მქონე სანდლები. თან რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით უფრო მოდური იქნება თქვენი იმიჯი. ![]() თუმცა დიზაინერები ამ სეზონზე გულს არც დაბალქუსლიანი ფეხსაცმელების მოყვარულებს დასწყვეტენ და მათთვის რეკომენდაციას, უძირო სანდლებს ე.წ "გლადიატორებს" უწევენ. ![]() "გლადიატორები"-მსუბუქძირიანი, სხვადასხვა სისქის სარტყელების მქონე სანდალის ტიპია, რომელიც ერთნაირად უხდება როგორც სარაფანს, ისე ჯინსის შარვალს და შორტს. არანაკლებ მოდური ტრენდია წლევანდელ წელს "გლადიატორების" მაღალქუსლიანი ვარიანტი, რომელიც წვრილ ქუსლსა და ოდნავ წაწვეტებულ ფორმას იძენს. ![]() ამას გარდა ზაფხულის მთავარი ტრენდი ეს ფერებით თამაშია, ![]() აარჩიეთ რაც შეიძლება ფერადი, ხასხასა კოლორიტის მქონე ფეხასცმელები. თამამად ატარეთ ისინი ასეთივე ფერად სამოსთან შეხამებაში. წლევანდელი ზაფხულის პალიტრა განსაკუთრებულ ფერადოვნებას ეფუძნება, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების! 10379 24-ს მოსწონს 3-ს არა |
ფეხსაცმელები ურბანოგის უახლესი კოლექციიდან შეგიძლიათ შეიძინოთ "ახალ კიდობანში", მაღაზია-ბუტიკი N62 "shoes4you". არის ერთეული მოდელები, როგორც უნდა იყოს ბუტიკში!!! ინტერნეტ შეძენისგან განსხვავებით დაზღვეული ხართ არაზუსტი ზომის შეკვეთისაგან!
ასევე ამავე ბუტიკში შეგიძლიათ შეიძინოთ ორიგინალი ბენსიმონები საუკეთესო ფასად.