x
image
lady.ge
მოდური ქალის იმიჯის შექმნის ხელოვნება

image

ჯერ კიდევ წლების წინ, მოდის ყველაზე დიდმა კანონმდებელმა კოკო შანელმა თქვა, რომ "მოდა ეს არ არის რამე ხელშესახები, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, არავინ იგონებს და აწესებს აქ კანონებს, იგი ჰაერშია და ყველა ქალს ინტუიციურად მიეწოდება". კოკომ რა თქმა უნდა იცოდა თავისი საქმე, მაგრამ ხუთიანზე იცოდა ასევე ქალის ფსიქოლოგია. იცოდა თუ რამდენი შეუძლია ქალს. მთავარია ჩვენი პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ, თავი დავაღწიოთ სტერეოტიპებს, კომპლექსებს ( წიპა. სხვაზე მომწონს, მაგრამ მე ვერა, ვერ ვატარებ ასეთ ტანსაცმელს) და ვცადოთ ჩაცმის საკითხს შემოქმედებითად მივუდგეთ.

image

მე ჟურნალისტი ვარ, ხშირად მიწევს ინტერვიუს ჩაწერა ცნობილ დიზაინერებთან, ამიტომ ბუნებრივია ყოველთვის ვეკითხები მათ, რა არის საკუთარი, განუმეორებელი სტილის შექმნის მთავარი გასაღები. ყოველი მათგანი, ამბობს დაახლოებით ერთი და იგივეს; არ არის აუცილებელი ბრენდზე ბრენდი, ან უზომოდ ძვირადღირებული სამოსი გეცვათ. მთავარი სამოსის და აქსესუარების სწორად შეხამება და გადანაწილებაა და არა მათი ლეიბლი ან ფასი. ამიტომ მცირე ფინანსებითაც შესაძლოა ქალმა შეიქმნას საკუთარი, უნიკალური და განუმეორებელი სტილი. საამისოდ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ ეს არის ის რომ კარგად უნდა შეისწავლოთ საკუთარი სხეული. მერე შეარჩიოთ ისეთი სამოსი, რომელიც პრობლემურ ადგილებს ოსტატურად შენიღბავს, ლამაზს კი ხაზს გაუსვამს და გამოაჩენს.იდეალური სხეული მხოლოდ ცნობილ მოდელებს აქვთ, ისიც ფოტოშოპის წყალობით. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ საკუთარი ნაკლოვანებების. მთავარია დეტალები შეარჩიოთ სწორად. imageისწავლეთ ფერთა გამის განაწილება. აქსესუარები სამოსის ფერის მიხედვით და მათ გრადაციაში შეარჩიეთ. შარფები, თმისსამაგრები, ფერადი ქამრები, საყურეები, ბეჭდები-ეს ის დეტალებია რომელიც ყველა ქალის გარდერობში ბევრი უნდა იყოს, იმიტომ რომ მათი მეშვეობით ნებისმიერი გარდერობის "სხვანაირად" შეფუთვაა შესაძლებელი. იყავით თამამი, წარმოიდგინეთ რომ მხატვარი ხართ, წინ კი სუფთა ტილო გიდევთ, როგორ ფერებს გამოიყენებდით? ასევე თქვენი ჩაცმულობაც, მეტი კრეატივი, მეტი სითამამე გამოიჩინეთ სამოსის შერჩევისას. გაამრავალფეროვნეთ იგი ე.წ "ჰენდმეიდი" დეტალებით, საკუთარი ხელით მიაქარგეთ, მიაკერეთ, მიაწებეთ..მორთეთ. imageნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ "ჰენდმეიდი" ფასობს დღეს ძალზე ძვირად მოდის სამყაროში. ასე რომ თქვენში დაფარულ ნიჭს თამამად მიეცით გასაქანი. ჩემის აზრით მოდურად ჩაცმა ეს მთელი ხელოვენებაა, დილით როცა გარდერობს გამოაღებთ, აირჩიეთ რამოდენიმე ვარიანტი, მერე შეუხამეთ ერთმანეთს, ითამაშეთ ფერებით, შეხედეთ ყველაფერს შემოქმედებითი კუთხით, იყავით ოდნავ დაუდევარიც, მოდურად ჩაცმა ცოტაოდენ დაუდევრობასაც არ გამორიცხავს, არ არის აუცილებელი ყველაფერი ზედმიწევნით მოწესრიგებულად და ზუსტად გადგეთ ტანზე. და რაც მთავარია შეიქმენით განწყობა სამოსით, რადგან როცა სათანადოდ ხარ შემოსილი ეს უკვე, მორიგი ახალი დღის წარმატებული და ხალისიანი დასაწყისის წინაპირობაა. არ მეთანხმებით?

2
3087
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
3087
  
2013, 25 ოქტომბერი, 18:21
აკნეს საწინააღმდეგო სახის გამწმენდი ლოსიონი. 100% შედეგით. დამიკავშირდით 599 28 15 08 ნატი
2012, 8 მაისი, 20:22
რა თქმაუნდა გეთანხმები, როგორ შეიძლება კოკო შანელს არ დაეთანხმო, რომელმაც არა მარტო ქალის, არამედ მამაკაცის ფსიქოლოგიაც არაჩვეულებრივად იცოდა :)
0 1 2