პროფილაქტიკა დაივიწყეთ გასტრიტის შესახებ მეორე დღესვე – ბუნებრივი საშუალება, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ! 2017, 22 მაისი, 11:22 უხარისხო საკვები და წყალი, დისბაქტერიოზი, ალკოჰოლური სასმელის გადაჭარბებით მიღება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, დიკლოფენაკი), სიგარეტი, სტრესი, ნევროზი – ამ ყველაფერს გასტრიტის განვითარება შეუძლია.
კარტოფილის წვენი ეხმარება გასტრიტის დროს მაღალი მჟავიანობისას. გამწვავების შემთხვევაში ის სწრაფად ხსნის ტკივილსა და ანთებას, მასში შემავალ აქტიურ კომპონენტებს ხანგრძლივი სამკურნალო ეფექტი გააჩნია. კარტოფილი წვენი გასტრიტის დროს კარტოფილის წვენს უძველესი დროიდან იყენებენ აღნიშნული დაავადების სამკურნალოდ. მის შემადგენლობაში შედის პროტეინები, ამინომჟავები, მინერალური ნივთიერებები, ცელულოზა და ორგანული მჟავები ისეთი კომბინაციით, რომელიც ეფექტურად აქრობს გულძმარვას, ხსნის ტკივილს, ახდენს პერისტალტიკის ნორმალიზებას, აუმჯობესებს მადას და აჩქარებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას. იქიდან გამომდინარე, რომ კარტოფილის წვენი სამკურნალო თვისებებს გამოწურვიდან მხოლოდ 10 წუთის მანძილზე ინარჩუნებს, მოამზადეთ უშუალოდ მიღების წინ. მოსამზადებლად გამოიყენეთ საშუალო ზომის კარტოფილი – დაუზიანებელი, არ უნდა იყოს მწვანე ან გაღვივებული. გულდასმით გარეცხეთ ცხელ წყალში. გაატარეთ წვენსაწურში ან შეგიძლიათ გახეხოთ და წვენი ამ გზით მიიღოთ.
აღნიშნული საშუალება არ უნდა მიიღოთ, თუ გაქვთ გასტრიტი დაქვეითებული მჟავიანობით, დიაბეტი, პანკრეატიტის გამწვავება, კბილის სუსტი ემალი. იმ მიზნით რომ წვენში შემავალმა აქტიურმა ნივთიერებებმა ემალი არ დააზიანოს, მიიღეთ ის საწრუპავი ჩხირით, შემდეგ წყალი გამოივლეთ. მკურნალობის პროცესში დაიცავით დიეტა: გამორიცხეთ შემწვარი, ცხიმიანი, მარილიანი, მწარე საკვები. ასევე, ციტრუსები, მწნილი, ყავა, გაზიანი სასმელები. ყურადღება მიაქციეთ და არ მიითვათ ის პროდუქტები, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
5 ფაქტორი, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს
სასიკვდილო დოზები ჩვენი ორგანიზმისთვის
რა კავშირია ხერხემალსა და ჩვენი სახის ახალგაზრდობას შორის. ის, რაც აქამდე არ იცოდით!
კაკლის უღელი – რა დაავადებების განკურნებაა შესაძლებელი მისი მეშვეობით
ადამიანთა 4 კატეგორია, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ ჯანჯაფილი!
4 სამკურნალო სასმელი, რომელიც ორგანიზმში ანთებას აქრობს და ვირუსებს ანადგურებს 526 9-ს მოსწონს
|