x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
სასიკვდილო დოზები ჩვენი ორგანიზმისთვის

თანამედროვე სამყაროში ზომიერება განსაზღვრულად მნიშვნელოვანია. ეს არაჩვეულებრივად გამოხატა საკუთარი ციტატით თანამედროვე ფარმაკოლოგიის დამფუძნებელმა პარაცელსმა: " ყველაფერი – შხამია, ყველაფერი – წამალია, ერთსაც და მეორესაც დოზა განსაზღვრავს." ამ სამყაროში ყველა ნივთიერებას გააჩნია მოხმარების სასიკვდილო დოზა.


image
ალკოჰოლოს სასიკვდილო დოზა

ალკოჰოლი, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტს არ წარმოადგენს, თუმცა, ბევრი საკმაოდ ხშირად იღებს, მიზეზით თუ უმიზეზოდ. ალკოჰოლის სასიკვდილო დოზა ადამიანისთვის 6-12 გრ. სპირტია ერთ კილოგრამზე. უფრო გასაგები რომ იყოს, დაახლოებით 3 ლიტრია, თუმცა, შეიძლება საკუთარმა ორგანიზმა გადაგარჩინოთ მომწავლავი ნივთიერების გამოდევნით (ღებინება, ფაღარათი და ა. შ.)


ვიტამინების სასიკვდილო დოზა


ყველა ვიტამინი სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანისთვის, თუ მას დიდი რაოდენობით მიიღებს. ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობა თუ სიჭარბე ერთნაირად საზიანოა ორგანიზმისთვის. მაგალითისთვის ვიტამინ А ავიტამინოზი იწვევს ძლიერ თმის ცვენას, ჰიპერვიტამინოზი – მოწამვლას. ნებისმიერი ვიტამინის დღიური დოზა მითითებულია შეფუთვაზე.



მზის სხივების სასიკვდილო დოზა


უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოში ანომალური სიცხის ტენდენციაა, ჩრდილოეთშიც კი ადამიანები გათვითცნობიერებულნი არიან თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს მზე. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიაჩნდათ, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ადამიანი მზეზე, მით უკეთესი იყო. თუმცა, დღეს უკვე დამტკიცდა, რომ ჭარბი რაოდენობის მზის სხივები იწვევს კანის დეფექტებს, სექსუალური ფუნქციის დაქვეითებას, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას და სიკვდილსაც კი. მზეზე ყოფნის სასიკვდილო დოზა 8 საათია.



ნიკოტინის სასიკვდილო დოზა

ფიქრობთ, რომ ნიკოტინი მხოლოდ თამბაქოშია? ცდებით, ის შედის პომიდორის, კარტოფილის, ბულგარული წიწაკის და ბადრიჯანის შემადგენლობაში. თუმცა, პროდუქტებში მათი კოცენტრაცია აბოლუტურად უსაფრთხოა ადამიანისთვის, ასე რომ ნუ შეშფოთდებით.

ნიკოტინი საკმაოდ ძლიერი შხამია. ადამიანისთვის სასიკვდილო დოზა შეადგენს 0.5 - 1 მგ.-ს ერთ კილოგრამზე, უფრო კონკრეტულად 100 სიგარეტი ერთ მოწევაზე.


სუფრის მარილის სასიკვდილო დოზა


მარილის გარეშე ვერცერთი ცოცხალი არსება ვერ გაძლებს. მისი დღიური ნორმა 1.5–4 გ. შეადგენს. თუ მარილს არ მიიღებთ დაირღვევა კუჭისა და გულის მუშაობა, დაიწყება კუნთების ატროფია, ასევე შეირყევა ფსიქიკა და მუდმივი დეპრესიები დაიწყება. მარილის სრული ამოღება რაციონიდან ადამიანს 10 დღეში მოკლავს.

რაც შეეხება მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღებას, ძალიან სახიფათოა. მარილის სასიკვდილო დოზა ადამიანისთვის შეადგენს 250 გ. სიკვდილი ძალიან მტანჯველი იქნება, რამდენადაც გამოიწვევს ძლიერ შეშუპებას.


კოფეინის სასიკვდილო დოზა


კოფეინს შეიცავს ჩაი, ყავა, ენერგეტიკული სასმელები და კოკა-კოლა. მცირე რაოდენობით იწვევს ენერგიის მოზღვავებას. თუმცა, 3 საათის შემდეგ ეს მდგომარეობა იცვლება დაღლილობისა და მოწყენილბის განცდით. კოფეინის სასიკვდილო დოზა შეადგენს 10 გრ. უფრო ზუსტად კი ეს დაახლოებით 4.5 ლ. ყავა.


წყლის სასიკვდილო დოზა


წყალი – სიცოცხლის წყაროა. ეს ყველამ იცის! მიუხედავად ამისა, ადამიანი შეიძლება მოიწამლოს სუფთა წყლით, უფრო მეტიც, შედეგი ფატალურიც კი აღმოჩნდეს. დიდ რაოდენობით წყლის მიღება იწვევს ჭარბ ჰიდრატაციას – ორგანიზმის ყველა ფუნქციის მოშლა, შემდგომ კი – სიკვდილი. ადამიანი გარდაიცვლება თუ 7 ლ.-ზე მეტ წყალს მიიღებს. რა თქმა უნდა, წყლით მოწამვლა დიდი იშვიათობაა, თუმცა, ხდება ხოლმე.

1995 წელს სკოლის მოსწვლე ლი ბეტმა საკუთარ დაბადების დღეზე "ექსტაზი" მიიღო, შემდეგ კი 7 ლ. წყალი დააყოლა და 4 სთ. შემდეგ გარდაიცვალა.

2004 წელს სპრინგვილში (აშშ), დედამ საკუთარი 5 წლის გოგონა დასაჯა და აიძულა 5 ლ. წყალი დაელია. შედეგად ბავშვი გარდაიცვალა, დედა კი ციხეში გაუშვეს.


2007 წელს, საკრამენტოში (აშშ) რადიოსადგურმა KDND მოაწყო კონკურსი თუ ვინ დალევდა ყველაზე მეტ წყალს. ერთმა მონაწილემ 7.5 ლ. წყლის მიღება შეძლო, მაგრამ 2 საათის მერე გარდაიცვალა. გოგონა, რომელიც კონკურსის გამარჯვებული გახდა სამუდამოდ დაინვალიდდა. რადიოსადგურის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.

აქედან გამომდინარე, კარგად უნდა გავაცნობიეროთ ის საფრთხეები რასაც ჩვენი ქმედებით შესაძლოა ორგანიზმს მოვუტანოთ. ასე რომ, დაიცავით ზომიერება ყველაფერში და იყავით ჯანმრთელები!

ასევე დაგაინტერესებთ:


5 ძირითადი მიზეზი რის გამოც ტვინის უჯრედები კვდება


ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი ინსულტის დროს


ბუნებრივი ანტიბიოტიკები თქვენი ჯანმრთელობისთვის


თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა – 5 უნიკალური მეთოდი


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


რა უნდა მიირთვან ფეხმძიმეებმა მომავალი ბავშვის IQ ასამაღლებლად


ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიოში – ეს ბევრმა არ იცის!

1
844
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
844
  
2017, 25 აპრილი, 13:52
საინტერესო და კითხვადია, როგორც ყოველთვის
0 1 1