x
image
თამუნა გეწაძე
როგორ მოვამზადოთ ლობიო ხორცით?
image



ლობიო სასარგებლო და ამავე დროს ბევრისათვის საყვარელი პროდუქტია. მისი მომზადების ძალიან ბევრი ვერსია არსებობს, მე შემოგთავაზებთ ლობიოს საქონლის ხორცით, რომელიც ძალიან გემრიელი და ამავე დროს ძალიან ნოყიერია.

ლობიო 800 გრამი.

საქონლის ხორცი(რბილი)500 გრამი.


2 თავი(საშუალო ზომის)ხახვი.

4-5კბილი ნიორი.

ტომატი ან პომიდორი.

2ს/კ ძმარი(ღვინის)

ქონდარი, წიწაკა, მარილი ქინძი(ნედლი)


მომზადების წესი: მოვხარშოთ ლობიო კარგად.(ხარშვის დროს აუცილებლად გამოვუცვალოთ პირველი წყალი) ცალკე პატარა ნაჭრებად დავჭრათ საქონლის რბილი ხორცი და მცენერეულ ცხიმში (უმჯობესია ზეითუნის ზეთი) დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ, როდესაც ხორცი ცოტა დარბილდება, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გავაგრძელოთ ხორცის შუშვა.შემდეგ დავუმატოთ ქონდარი, ძმარი და დაჭყეტილი პომიდორი (ან ტომატი) და გავაგრძელოთ დაბალ ცეცხლზე მიღებული მასის მოშუშვა, 25-30 წუთის შემდეგ, როდესაც პომიდორი ფერს შეიცვლის და ხორცი უკვე მზად იქნება ყველაფერი ეს დავუმატოთ წინასწარ მოხარშულ ლობიოს და დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი ვხარშოთ, თან დავუმატოთ გემოვნებით წიწაკა, დანაყული ნიორი და მარილი.

შეგვიძლია ბოლოს გადმოღების წინ თავზე მოვაყაროთ ჭვრილად დაჭრილი ქინძი, მაგრამ მის გარეშეც ხორციანი ლობიო ძალიან გემრიელია.



2
181
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
181
  
2017, 9 მაისი, 15:10
თამუ მონატრებული მოკითხვა ჩემგან
0 1 2