x
image
თამუნა გეწაძე
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი, ხრაშუნა, მჟავე კიტრის მწნილი?

imageროგორ ავარჩიოთ და დავამზადოთ მჟავე კიტრი, რომ გემრიელი და ამავე დროს ხრაშუნა გამოგვივიდეს?

სასურველია კიტრი იყოს მცირე ზომის და დაზიანებების გარეშე.3 ლიტრიანი მინის ქილისათვის საჭირო ინგრედიენტებია: 1, 5 კგ-2კგ კიტრი. (დამჟავებამდე კარგად გარეცხილი კიტრი უნდა გავაჩეროთ ცივ წყალში 2-3 საათის განმავლობაში, რომ დამჟავების შემდეგ ხრაშუნა გამოვიდეს.)

2-3 ღერი კამა, 4-6 კბილი ნიორი, შავი პერიცა(კაკალი) 10 ცალი. 1-2 ფოთოლი დაფნა, 1 ფოთოლი "ხრენი"(რომელიც საჭიროა კიტრის სიმაგრისათვის)დაჭრილი (გრძლად სტაფილო)

წინასწარ კარგად გარეცხილი და წყალში გაჩერებული კიტრი მოვათავსოთ მინის 3 ლიტრიან ქილაში, ზემოთ აღნიშნულ ინგრედიენტებთან ერთად(რაც შეიძლება მჭიდროთ).2ლიტრ წყალს დავუმატებთ 2 ს/კ მარილს და 2 ჩ/კ შაქარს, მივიყვანთ ადუღებამდე.მინის ქილას დავუმატოთ 3 ს/კ ძმარი, მინის ქილას დავასხათ მარინადი დავახუროთ გასტერილებული თავსახური და გავაჩეროთ, როდესაც გაცივდება მოვათავსოთ წყლიან ჭურჭელში და გავასტერილოთ 7 წუთის განმავლობაში, როდესაც კიტრი ფერს შეიცვლის, ამოვიღოთ კიტრიანი ქილები და მოვხუფოთ.უკვე გამზადებული, დამჟავებული, კიტრიანი ქილები, უნდა შევინახოთ მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას.

0
9095
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
9095
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0