x
image
თამუნა გეწაძე
რომელი პროდუქტები არ შეიძლება შევინახოთ მაცივარში?
image

აუცილებელია ჩვენს მაცივარში დროგამოშვებით დავამყაროთ "წესრიგი" და გავანთავისუფლოთ იქაურობა არასაჭირო პროდუქტებისაგან.აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ზოგიერთ პროდუქტს, რომელსაც ჩვენ მაცივარში ვინახავთ სულაც არ "უყვარს" იქ ყოფნა. აქ ისინი კარგავენ თავიანთ სასარგებლო თვისებებს და უბრალოდ, რომ ვთქვათ ფუჭდებიან.აი მაგალითად:სხვადასხვა კონსერვები.არ არის საჭირო კონსერვები შევინახოთ მაინდამაინც მაცივარში.შეიძლება ისინი შევინახოთ ჩვენთვის მისაღებ ადგილზე მხოლოდ უნდა გავითვალისწინოთ რომ იქ ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 15 გრადუსს.

image


კარტოფილი, ნიორი ხახვი და ასეთი მყარი ბოსტნეული უნდა შევინახოდ ქაღალდის ტომარაში ან მუყაოს ყუთში ბნელ გრილ ადგილზე, რომელიც ნიავდება.


image


სტაფილო შეიძლება შევინახოთ თავმოუკრავ, პოლიეთილენის პარკში.

image


ნესვი და კვახი უნდა შევინახოთ ბნელ გრილ ადგილზე.

image


ტროფიკული ხილი მაცივარში შენახვისას გამოყოფენ არასასურველ ნივთიერებებს ამიტომ უკეთესია ისინი შევინახოთ სამზარეულოს კარადაში ნებისმიერ თაროზე.



ხურმა და ბროწეული არ შეიძლება შევინახოთ მაცივარში.უმჯობესია შევინახოთ ქაღალდის პარკში მშრალ ადგილზე.

image


შოკოლადი მაცივარში შენახვისას გარედან იკეთებს თეთრ ნადებს, რაც მას გემოს უკარგავს.

image


მაცივარი კლავს ყველა სასარგებლო ნივთიერებებს რაც თაფლში არის ამიტომ აუცილებელია თაფლი შევინახოთ მინის ქილაში ბნელ ადგილზე.


image

ზეითუნის ზეთიც კარგავს თვისებებს მაცივარში შენახვისას, ამიტომ საჭიროა ის მოვათავსოთ ბნელ ადგილზე მაგალითად სამზარეულოს კარადაში.


image

12
3433
18-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
3433
  
2015, 14 ოქტომბერი, 19:50
კიდევ ჩვენს ეკონომიკას და ახალდაწყებულ კომპანიებს ძალიან გამოადგებატ მსოფლიოში ეს უკვე დიდი ტემპიტ მიდის
აქაც დროა რამე გაიგონ მიტ უმეტეს მასრერიგად ჭირდებატ ამატ დახმარება

pop up stores
shop in shop concept
2015, 14 ოქტომბერი, 19:48
ეგ ყველაფერი კაი ჩემო ბატონო და ამაზე რომ წეროტ, ვერა?
soda cures cancer
გოგლ ით
2013, 25 ივნისი, 18:13
არაფრის რისი მადლობა პირიქით ყველას მადლობა.:)))
2013, 25 ივნისი, 17:25
შოკოლადი და თაფლი .ნამდვილად მაცივარში ვინახავთ,
2013, 25 ივნისი, 17:23
სად ნახე ეს სურათები ,ჭამა მომინდა:)))
2013, 25 ივნისი, 17:10
კარგი სტატიააა
2013, 24 ივნისი, 14:47
რა კარგ დროს ვნახე?მაპატიე.
2013, 20 ივნისი, 7:31
თაფლი და ზეთი ვიცოდი ,მადლობა.
2013, 19 ივნისი, 0:25
მაინც მადლობა ასეთი სასარგებლო და საჭირო რჩევებისთვის.
2013, 18 ივნისი, 22:04
ესე იგი ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, გარდა ნესვისა... მაცივარში ვაცივებდი:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10