შესანახი პროდუქტები კომბოსტოს დამჟავების ოთხი საუკეთესო "რეცეპტი". 2013, 29 ოქტომბერი, 23:36 შემოგთავაზებთ კომბოსტოს დამჟავების ოთხ საუკეთესო რეცეპტს. 1.ავიღოთ ერთი თავი საშუალო ზომისკომბოსტო.დავჭრათ წვრილად (ჩვენი სურვილის მიხედვით)3-4 ცალი სტაფილო გავხეხოთ, ხელით კარგად აურიოთ კომბოსტო და სტაფილო.8 ლიტრ წყალში გავხსნათ 800გრ.მარილი.მარილიან წყალხსნარში ჩავყაროთ პატარ-პატარა პორციებით სტაფილოსა და კომბოსტოს ნარევი. გავაჩეროთ ცოტა ხანს და მერე ამოვიღოთ და გავწუროთ.გაწურული მასა მოვათავსოთ მინის ქილაში მჭიდროთ და თავზე დავახუროთ.მოვათავსოთ გრილ, ბნელ, ადგილზე რამოდენიმე დღეში კომბოსტოს მწნილი მზად იქნება. 2.მინის ქილის ძირზე მოვათავსოთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები.შემდეგ კი კომბოსტო და სტაფილი (დაჭრილი ან გახეხილი).1 ლიტრ წყალში გავხსნათ 100გრ.მარილი და 30 გრ.შაქარი და დავასხათ.მინის ქილას თავზე მჭიდროთ არ დავახუროთ. 3 დღეში მწნილი მზად იქნება. 3.კომბოსტოს მწნილი ჭარხლით. ავიღოთ 3 კგ.კომბოსტო და დავჭრათ ოთკუთხედებათ.1კგ.ჭარხალი კი დავჭრათ თხელ ფირფიტებად და აურიოთ ერთმანეთში.ავადუღოთ 1ლ. წყალი, 7 მარცვალი შავი წიწაკის, 2ს/კ.მარილი, 1ს/კ შაქარი, 3ცალი დაფნის ფოთოლი და ვადუღოთ 10 წუთი შემდეგ დაუმატოთ 2ს/კ ძმარი და 2წუთის შემდეგ გადმოვდგათ გაზიდან.მიღებული ხსნარი დავასხათ ჭარხლიან კომბოსტოს და აურიოთ კარგად.შემდეგ შეგვიძლია მოვათავსოთ მინის ქილებში 4 დღის შემდეგ მზად იქნება. 4.კომბოსტოს მწნილი ბულგარული წიწაკით. გავხეხოთ ერთი თავი საშუალო ზომის კომბოსტო და3 ცალი სტაფილო.3 თავი ბულგარული წიწაკა დავჭრათ გრძლად და ასევე 2 თავი ნიორი წვრილად.ესენი ყველაფერი აურიოთ კარგად და სამლიტრიან მინის ქილაში მოვათავსოთ.800 გრ. წყალში გავხსნათ 2ს/კ მარილი და1 ჩკ.შაქარი.დავასხათ ბანკაში მოთავსებულ მასას.შემდეგ ეს მინის ქილა დავდოთ ფართეძირიან თეფშზე და თავი კი მოუკრათ მარლით.გავაჩეროთ 2-3 დღე სითბოში. შემდეგ კი თავზე დავახუროთ მჭიდროდ და შევინახოთ გრილ ადგილზე. 10589 7-ს მოსწონს
|