x
image
თამუნა გეწაძე
როგორ გავაკეთოთ სანელებლები გამხმარი მწვანილისაგან საკუთარი ხელებით?
image



საკვების მოსამზადებლად აუცილებელია სანელებლები ( ხმელი სუნელები), რომლებსაც ყველა დიასახლისი იყენებს. რადგან ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია ნაყიდი სანელებლების წარმომავლობა, ვარგისიანობის ვადა და დამზადების ტექნოლოგია, ჩვენ შეგვიძლია, სახლში, ჩვენ თვითონ დავამზადოთ სხვადასხვა სახის სანელებელი და გამოვიყენოთ საჭიროებისამებრ.

გამვიხილოთ თუ როგორ გავახმოთ სხვადასხვა მწვანილი.

1. აუცილებელია მწვანილი გადავარჩიოთ, მოვაშოროთ არასასურველი, დაზიანებული ფოთლები და კარგად გავრეცხოთ.


image

2. გარეცხილი მწვანილი აუცილებლად კარგად უნდა გავაშროთ. შეიძლება ეს გარეცხილი მწვანილი მოვათავსოთ სუფთა ნაჭერზე და კარგად გავაშროთ.

image

3.გასახმობად მწვანილი უნდა მოვათავსოთ, ნათელ (უმჯობესია ოთახში)ადგილზე, ისე რომ მზის პირდაპირი სხივი არ ეცემოდეს(მშრალ ადგილას).სხვადასხვა მწვანილს ჭირდება გასახმობად სხვადასხვა დრო.უმჯობესია თუ მწვანილს დავკიდებთ თოკზე და თავზე ჩამოვაფარებთ ქაღალდის პარკს, რომ მწვანილი არ დაბინძურდეს(გასახმობად ასევე შეიძლება გამოვიყენოთ მიკროტალღური ღუმელი, მასში მოვათავსოთ მწვანილი მაღალ ტემპერატურაზე ძალიან მცირე დროით.)


image

image

4. როდესაც მწვანილი კარგად გამოშრება და ხელში დაფშვნას დაიწყებს ის უკვე მზადაა შესანახად.ასეთი მეთოდით დამზადებული მზა სანელებელი, მოვათავსოთ მინის ქილაში რომელსაც ჰერმეტულად ექნება თავი დახურული.

ამგვარად შეიძლება გავახმოთ ყველა მწვანილი და გამოვიყენოთ სურვილისამებრ.

imageimage


0
283
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0