კერძები ხორცისაგან როგორ მოვამზადოთ მაკარონი შებოლილი ძეხვით? 2017, 14 აგვისტო, 13:53 ინგრედიენტები: მაკარონი 0.5 კგ.
შებოლილი ძეხვი ან ლორი 300 გრ.
ხახვი 2 თავი( საშუალო ზომის)
2 კბილი ნიორი.
2 ცალი პომიდორი მცენარეული ზეთი გახეხილი ყველი 300 გრ. არაჟანი 3 ს/კ. წიწაკა, მარილი. მოვხარშოთ კარგად მაკარონი, გავწუროთ საწურზე. ტაფაზე მოვასხათ ზეთი და დაჭრილი ძეხვი შევბრაწოთ ხახვთან ერთად, დავუმატოთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.უკვე გამზადებული მასა შეურიოთ მოხარშულ მაკარონს, ასევე დავუმათოთ გახეხილი ყველი და არაჟანი ყველაფერი კარგად აურიოთ ერთმანეთში და მივცეთ წიწაკა და მარილი გემოვნებით. 229 შეფასება არ არის
|