შოუბიზნესი "ქართველისგან-"ფუ რას გავს" ან "რას მღერის"-ძალიან მტკივნეული წასაკითხია! " 2017, 8 მაისი, 15:25 "ევროვიზია 2017"-ზე საქართველოს მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს. გუშინ, 7 მაისს, კიევში ოფიციალურად გაიხსნა რიგით 62-ე ევროვიზიის კონკურსი. გახსნის ცერემონიალიდან გავრცელდა პირველი კადრები ქართველი მომღერლის, რასაც შესაბამისად უამრავი კომენტარები მოყვა. თაკო გაჩეჩილაძე სოციალური ქსელით მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ბევრი უარყოფითი კომენტარი ხვდება, რაც მისთვის მტკივნეული წასაკითხია: "მოკლედ მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! ყველას უდიდეს მადლობას გეუბნებით ამხელა სიყვარულისთვის და სითბოსთვის!!!!! მიყვარხართ და ყველანაირად ვცდილობ მაქსიმალურად გასახელოთ!!! მაგრამ არის ერთი ფაქტორი რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო! მე ვარ ჩათვალეთ "ოლიმპიადაზე" და ისეთი სტრესია და ისეთ რეჟიმში ვარ, თქვენ ვერც ერთი წამითაც ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ მე საქმეს ბოლომდე მივიყვან! თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ყოველი თქვენთაგანისგან, მხვდება კიდე ისეთი საშინელი კომენტარები, რომლებსაც ძალაუნებურად ვკითხულობ.... მთელი ევროპა და უკრაინა გიჟდება ჩვენზე ისე გვაქებენ და ქართველისგან-"ფუ რას გავს" ან "რას მღერის" ან "რა საშინელი სიმღერაა" ან "რა აცვია", უბრალოდ უხერხულია და ძალიან მტკივნეული წასაკითხია! ეს უბრალოდ შეუგნებლობაა და პრინციპში მესმის, და ვერც გაგამტყუნებთ რადგან არ იცით აქ რა ხდება და რამხელა სტრესია დაა მ დროს პირიქით მხარდაჭერის მეტი არაფერი მჭირდება, ამიტომ ვაუქმებ Facebook-ს სანამ მორჩება ევროვიზია! ასე ჯობია ნამდვილად! მიყვარხართ!!! დროებით!!!" "ევროვიზია 2017"-ის ნახევარფინალები 9 და 11 მაისს გაიმართება, ხოლო ფინალი 13 მაისს იქნება. წარმატებები ქართველ მომღერალს! 412 2-ს მოსწონს
|