x
image
ალექსანდრე ლექსო
როგორ გამოიყურება "შვიდვარსკვლავიანი" მატარებელი
image


იაპონიაში სარკინიგზო კომპანია East Japan Railway–მ მგზავრებს ძვირადღირებული მომსახურება შესთავაზა – მოგზაურობა იაპონიაში კეთილმოწყობილი მატარებლით, გამჭვირვალე ვაგონებით, აბაზანითა და შეფ–მზარეულით.

მატარებელი Train Suite Shiki-shima ფუტურისტული დიზაინის 10 ვაგონისაგან შედგება. მასში 34 მგზავრი ეტევა. ვაგონები ძვირფასი მასალებითაა გაკეთებული, ყველაფერია კომფორტული მოგზაურობისათვის. მაგრამ ყველაზე საინტერესო ადგილები პირველ და ბოლო ვაგონებშია. აქ უზარმაზარი პანორამული ფანჯრებია, საიდანაც მზავრებს შეუძლიათ იაპონური პეიზაჟების დათვალიერება.


image



მატარებელში სხვადასხვა კლასის ნომრებია. ყველაზე ძვირადღირებულში სხვადასხვა დონეზე განთავსებული სამი ოთახია: საძინებელი, სასტუმრო და აბაზანა.

image

მაღალი ფასების მიუხედავად კომფორტული ტურიზმი იაპონიაში პოპულარული აღმოჩნდა. 2018 წლამდე ყველა ბილეთი გაყიდულია. პირველი ტურისტები სამოგზაუროდ 1 მაისს გაემგზავრენ.

ნახეთ როგორ გამოიყურება მატარებელი შიგნიდან.


image


image
image

image


image


image

0
121
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0