ფილოსოფია ბედნიერი ადამიანის 10 მახასიათებელი მოქმედება 2012, 12 ივნისი, 20:00 1.ბედნიერი ადამიანი დილას იწყებს მადლიერებით უფლის მიმართ, გათენებული დღის გამო, ახლობლების გამო და საერთოდ ყველაფრის გამო, რაც მის ირგვლივ არის და ხდება.
2. ბედნიერი ადამიანი ყოველთვის იღიმება, ეს ეხმარება დადებითად განაწყოს სხვები მის მიმართ. თუნდაც უღიმის საკუთარ თავს სარკეში. 3. ბედნიერი ადამიანი არ ინტერესდება რას ფიქრობენ მასზე, არ იცოდებს საკუთარ თავს და არასდროს ადარებს სხვას.მათ ამისათვის უბრალოდ არ სცალიათ. 4.ბედნიერი ადამიანი ყველაფერში პოულობს პოზიტივს და სჯერა უკეთესის.მიაჩნია, რომ საკუთარ შეცდომებზე სწავლა უკეთესია. 5.ბედნიერ ადამიანს უყვარს ხალხთან ურთიერთობა და ახლი ადამიანების გაცნობა. 6.ბედნიერი ადამიანი სიკეთეს უხვად გასცემს. მათ სიამოვნებას ანიჭებთ სხვისი დახმარება. 7. ბედნიერი ადამიანი უფრთხილდება, როგორც სხეულს ასევე სულს .ის თვითგანვითარებისა და თვითშეგნების ამაღლებაზე ზრუნავს. 8. ბედნიერი ადამიანი ყველაფერს სიამოვნებით აკეთებს, იქნება ეს სამსახურის საქმე თუ ჰობი. 9. ბედნიერი ადამიანი თავს უფლებას აძლევს ზოგჯერ იყოს ბავშვი.პატარები, ხომ გამოირჩევიან ემოციაბის გულწრფელად გამოხატვით და მათი თვალით დანახული სამყარო, ხომ ვარდისფერია . 10.ბედნიერი ადამიანი ხარობს იმით რაც გააჩნია და ცხოვრობს დღევანდელი დღით.არ იქექება წარსულში და თავს არ იღლის თუ რა იქნება მომავალში. 539 6-ს მოსწონს
|