ნამცხვრები როგორ გამოაცხოთ ტორტის ბისკვიტი გაზქურაზე(ზემოდან) 2012, 10 ივნისი, 12:55 როგორ გამოაცხოთ ბისკვიტი გაზქურაზე ზემოდან?
ძალიან მარტივია.
შემოგთავაზებთ 10კვერცხიანი ტორტის მაგალითზე.
საჭირო მასალა: 1. 10 კვერცხი 2.2ჭ ფქვილი 3. 2ჭ შაქარი 4. ვანილი 1. ცალკე ჯამში 10 კვერცხის გულით და შაქარით გააკეთოთ გოგლიმოგლი. 2. მეორე ჯამში 10 კვერცხის ცილით გააკეთოთ ბეზე და ნელ-ნელა ჩაუმატეთ გოგლიმოგლი. 3. ჩაუმატეთ ფქვილი, ვანილი და ნელ- ნელა ხის კოვზით ამოურიეთ. 4. ტორტის ფორმაში ჩააფინეთ მრგვალად გამოჭრილი ცხიმწასმული ქაღალდი. ცხიმი მოუსვით ფორმის გვერდებსაც და ჩაასხით ბისკვიტის მზა მასა.უმჯობესია თუ ფორმა შემთბარი იქნება. თუ არ გაქვთ ტორტის ფორმა გამოიყებეთ ქვაბი(არაემალიროვანი) ოღონდაც, გაითვალისწინეთ, რომ ორივე უნდა იყოს მაღალი, რადგან ბისკვიტს მიეცეს ამოსბლის საშუალება. 5. თავსახურს აუცილებლად შემოახვიეთ ნაჭერი და მჭიდროდ დააფარეთ ფორმას. 6. გაზქურაზე დადეთ გამანაწილებელი და გამოაცხვეთ დაბალ ცეცხლზე.დრო და დრო, ფორმის გვერდებზე სველი თითის დადებით ამოწმეთ ფორმის სიცხელე.როდესაც, ფორმის ზედა ნაწილი ისევე გაცხელდება, როგორც მისი ქვედა ნაწილი, ( ეს სადღაც 2 საათში მოხდება) შეგიძლიათ თავსახური ახადოთ და ასანთის ღეროთი შეამოწმოთ ბისკვიტი. ასანთის ღეროს არ უნდა ამოყვეს ცომი. 17711 10-ს მოსწონს
|