ნამცხვრები შავი ტორტი (მარტივი და გემრიელი) 2012, 10 ივნისი, 11:51 თუ თქვენ ხართ, დამწყები დაისახლისი და ღუმელში არ გამოგდით ბისკვიტის გამოცხობა შემოგთავაზებთ ვარიანტს, რომელიც ზემოდან ტაფაზე ცხვება და მერწმუნეთ ძალიანაც კარგი გამოდის.
1.ცომისათვის საჭირო მასალა:
1. 5 კვერცხი 2. 3ჭ შაქარი 3. 1ჭ მაწონი 4. 3ჭ ფქვილი 5. 4-5 ს/კ კაკაო 6. სოდა ნეხევარი ჩ/კ 7. ძმარი 1ჩ/კ 8. ვანილი კვერცხის ცილით გააკეთეთ ბეზე, დაუმატეთ შაქარი, შემდეგ კვერცხის გული, მაწონი, სოდაზე დაასხმული ძმარი, კაკაო, ვანილი და ფქვილი. გაითვალისწინეთ: ბეზეიან ჯამში ყოველი ახალი ინგრედიენტის ჩამატებისას მიქსერით კარგად თქვიფეთ, ხოლო ფქვილი კოვზით ნაზად ამოურიეთ.( გამოდის თხელი, დასასხმელი ცომი) ტაფას წაუსვით ცხიმი მოაყარეთ ცოტა ფქვილი, შეათბეთ და ბისკვიტის მასალა კოვზით, თხლად დაასხით(1 ან 1, 5 სმ სისქეზე) ნაჭერშემოხვეული თავსახური დააფარეთ და ასე გამოაცხვეთ ყოველი ფენა. უმჯობესია თუ ტაფა გამანაწილებელზე იდგმება, ხოლო თავსახურს აუცილებლად ნაჭერს შემოახვევთ. 2.კრემის მომზადება: 1. 2ჭ შაქარი 2. 6ს/კ ფქვილი 3. 1ლ რძე 4. ვანილი 5. 200გრ კარაქი თბილ რძეში ჩაამატეთ ერთმანეთში გადარეული შაქარი და ფქვილი(თუ გაიკეთა კორკოშელები არ განერვიულდეთ, უბრალოდ გადაწურეთ საცერში). ადუღეთ ნელ ცეცხლზე და ხის კოვზით ურიეთ, რომ არ მიიწვას. მიღებული სქელი მასა გააცივეთ. კარაქი მიქსერით, გათეთრებამდე ათქვიფეთ და ნელ-ნელა უმატეთ მოხარშული კრემი.დაუმატეთ ვანილი. ბისკვიტის ფირფიტებს ჩამოაჭერით გვერდები, წაუსვით კრემი და დაალაგეთ ერთმანეთზე.ჩამოჭრილი გვერდები გააქუცმაცეთ და ტორტს ზემოდან მოაყარეთ. 9223 11-ს მოსწონს
|