სიახლეები უძილობა და რისკის ჯგუფი 2012, 12 ივნისი, 17:20 ინსულტი არის -თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევა, რომელიც იწვევს თავის ტვინის ქსოვილების კვდომას.
მისი გამომწვევი მიზეზი-თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვის დახშობია ან გაგლეჯა.
ვაშინგტონში, ორშაბათს ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა ჯგუფმა გაიტანა საკითხი- ''ძილის დარღვევა''. მათმა სამწლიანმა კვლევამ დაადგინა, რომ უძილობამ ადამიანი შეიძლება ინსულტამდეც კი მიიყვანოს. მკვლევარები აკვირდებოდნენ 5 ათას 666 სამსახურით დაკავებულ ამერიკელს.მათგან, დაახლოებით 35%-ს სძინავს ხოლოდ 8 საათი, ამდენივეს 7 საათი, ხოლო დანარჩენ 30%-ს 6 ან უფრო ნაკლები საათი. სწორედ ეს უკანასკნელნი შევიდნენ ინსულტის განვითარების ოთხმაგად მაღალ რისკის ჯგუფში. ინსულტ იწვევს ტვინში, სისხლის მიმოქცევის დარღვევა. რისკის ჯგუფში შედიან - მწეველები, ჭარბწონიანები და ცხოვრების პასიურ წესის მქონე ადამიანები. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას-არ გაეკაროთ თამბაქოს, დაიგდეთ თქვენთვის შემაწუხებელი ჭარბი წონა, მოერიდეთ უძილობას და იცხოვრეთ ცხოვრების აქტიური წესით. 127 4-ს მოსწონს
|