ჯანმრთელი კვება რა ხდება, როცა ბავშვებისთვის kinder-ს ვყიდულობთ - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2017, 10 აპრილი, 23:53 Kinder-ის რძიანი შოკოლადი განსაკუთრებით კვერცხები, რომლებშიც ბავშვებს სათამაშოები ელით, პატარების საყვარელი ტკბილეულია. მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ ეს შოკოლადი პატარების (და არა მხოლოდ პატარების) ჯანმრთელობისთვის თურმე საკმაოდ სახიფათო ყოფილა. საქმე ის არის, რომ გერმანულმა ორგანიზაცია FoodWatch-მა, რომელიც სწავლობს სხვადასხვა საკვები პროდუქტის უვნებლობას, ცოტა ხნის წინ აღნიშნული ბრენდის პროდუქტცია შეამოწმა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „საბავშვო შოკოლადი კანცეროგენებს შეიცავს! სხვა სიტყვებით რომ ვთაქვათ, აღნიშნული შოკოლადის მოხმარების დროს იქმნება კიბოს გაჩენის რისკი. ჯანმრთელობისთვის ხიფათს წარმოადგენს განსაკუთრებული მინერალური ზეთები, რომლებსაც ამ პროდუქტში ამატებენ იმისათვის, რომ შოკოლადს „სათანადო“ სურნელი ჰქონდეს. მინერალური ზეთის არომატული ჰიდროკარბონატი - MOAH - ნავთობის გადამუშავების გვერდითი პროდუქტია. კინდერის გარდა, აღნიშნული ქიმიკატის სახიფათო კონცენტრაციას შეიცავს Ferrero-ს, Lindt-სა და Rübezhal-ის ბრენდებით წარმოდგენილი კანფეტები. FoodWatch განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ MOAH-ს შეუძლია კიბოს გამოწვევა და მცირე დოზებშიც კი თითქმის გარანტირებულად აზიანებს ადამიანის გენომს. უფრო მეტიც, ორგანიზაცია ირწმუნება, რომ ამ პროდუქტების მწარმოებლები რეგულარულად უხდიან „დაქირავებულ“ მკვლევარებსა და ჟურნალისტებს იმისათვის, რომ ამ ტკბილეულის შესახებ სასურველი ინფორმაცია გამოაქვეყნონ. „შოკისმომგვრელია ის, თუ როგორი დაუდევრობით ეკიდებიან ამ ტკბილეულის მწარმოებლები მომხმარებლის ჯანმრთელობას - ამბობს ჯონ ჰეგი, FoodWadtch-ის კვლევის ერთ-ერთი ავტორი. — იმის მაგივრად, რომ საშიში კანფეტები რეალიზაციიდან ამოიღონ, საზოგადოებას ტვინს ურევენ არაფრისმთქმელი განცხადებებითა და ყალბი სტატიებით.“ საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ევროპული უწყების (EFSA) მონაცემებით, MOAH არის კანცეროგენული და მუტაგენური ნივთიერება. Ferrero-ს წარმომადგენლები, თავის მხრივ, გვარწმუნებენ, რომ აღნიშნული მინერალური ზეთის კვალი "გარემომცველ სამყაროში ყველგან არსებობს.“ ასეა თუ ისე, Kinder-ის შოკოლადის კვერცხები უკვე აკრძალულია ზოგიერთ ქვეყნაში, მაგალითად ჩილეში, სწორედ MOAH-ის შემცველობის გამო. ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი შოკოლადი უხარისხოსგან - აუცილებლად დაიმახსოვრეთ! 2. 10 ყოველდღიური პროდუქტი, რომელიც კიბოს იწვევს - ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაფრთხილებს! 3. რა მოგვივა თუ მზესუმზირას ყოველდღე შევჭამთ - ეს ბევრმა არ იცის! 4. ყავას შეუძლია ამ ხუთი დაავადებისგან დაცვა - კვლევის გამაოგნებლი შედეგები! 5. აუცილებლად შეამოწმეთ ეს პროდუქტები შეძენისას - წარმოუდგენელი საფრთხე, რომელიც ჩინეთიდან გველის! უფრო მეტი სასარგებლო სტატია იხილეთ ბმულზე. 6053 8-ს მოსწონს
|