საქართველო ბიძინა ივანიშვილს თელასის ყიდვა სურს 2012, 11 ივნისი, 22:41 რამოდენიმე დღეა საუბრობენ იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს თელასისი ყიდვა უნდა. ბევრს ჭორი ეგონა ფიქრობდნენ ეს ჟურნალისტების გამოგონილი ამბავიაო, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი დაადასტურა. მისივე განმარტებით, იმის მიუხედავად, კომპანიას შეიძენს თუ არა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ელექტროენერგიის და გაზის გადასახადს აუცილებლად შეამცირებს. ალბათ უკეთესი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი მოახერხებს და იყიდის თელასს, რადგან უფრო შეძლებს მაქსიმალურად დაბალ თანხამდე დაწიოს გადასახადი. იმდენს აკეთებენ, რომ ბიძინას ის თანხები, რომელიც ამ დაწესებულებების შესაძენად აქვს უნდათ ჯარიმებში გადაახდევინონ.ივანიშვილს 12 მილიონს აკისრებენ ჯარიმად.ივანიშვილს შეუძლია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს, თუმცა, როგორც იურისტი განმარტავს, ივანიშვილმა დავის მიმდინარეობის დასრულებამდე ჯარიმის თანხა უნდა გადაიხადოს, იმის მიუხედავად, თუ რა დროის განმავლობაში გაგრძელდება დავა. ხალხს აქვს იმის იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ბევ რამეს შეცვლის. ქართული ოცნება მთელი საქართველოს შემოვლას აპირებს და სურვილი აქვს რომ ყველას უთხრას თავისი სათქმელი. ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად სად სურს კოალიციას აქციის გამართვა და რა რეაგირება ექნება ამაზე ოზურგეთის მერიას. ალბათ აუცილებლად მოახერხებს ქართული ოცნება ამ აქციის ჩატარებას. 284 3-ს მოსწონს 2-ს არა
|