x
image
მოზამბიკელი
“მკიდია რა უნდა საზოგადოებას ჩემგან…”-გურამ შეროზია

ბევრისთვის საყვარელი, ბევრისთვის კი გამაღიზიანებელი და მიუღებელი ბლოგერი გურამ შეროზია (პირადად ჩემთვის ძალიანაც მისაღები) Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:

image

“ყველაზე დიდი საშინელება სხვის ტყავში ცხოვრებაა.
როცა საზოგადოებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე "იგონებ" ახალ მე-ს... მოგწონს ის, რაც სხვებს უნდათ, რომ მოგწონდეს, საუბრობ ისე, როგორც უნდათ რომ ისაუბრო, შეგრძნებების დონეზეც კი ფეიკი ხარ - შენს თავსაც ატყუებ, რომ მოგწონს ის ემოციები, რომლებიც უბრალოდ ვიღაც დემაგოგებმა გაგიწერეს სცენარად...
არა და როგორი მარტივია. საზოგადოებაც იპოვის თავისი მოთხოვნების შესაბამის "ოლ ინქლუზივს" და შენც იპოვი მათ, ვისაც ეყვარები ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ და არ შეეცდებიან შენს "მორგებას" თავისი მოთხოვნებისთვის. შენც არ გაგაბოროტებს ეს არაკომფორტული ამპლუები, არ იქნები აგრესიული, შენი ბედნიერებისთვის იბრძოლებ და შორს მოისვრი ამ "შეკვეთილ" პოზებს.
მკიდია რა უნდა საზოგადოებას ჩემგან, მაგრამ ზუსტად ვიცი რა მინდა მე! და ჩემს სახეს ვერასდროს დაამძიმებენ მძიმე და მახინჯი ნიღბები :დ დამიჯერეთ, გაიხადეთ ეს სხვისი ტყავი, საშინელებაა, გამომიცდია. (კი არა და ლამის მთელი ბავშვობა ვცდიდი). :დ
წერტილი.”


image


0
150
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0