x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები პარფიუმერიის ისტორიიდან


image

image

კლეოპატრას ფაბრიკა

image

ანტიკური სამყაროს ცნობილმა დედოფალმა, კლეოპატრამ კოსმეტიკური საშუალებების არაერთი რეცეპტი დაგვიტოვა, რომლებსაც თვითონ ქმნიდა და მოიხმარდა.
არქეოლოგებმა, მკვდარი ზღვის მიდამოებში, უძველესი ლაბორატორია აღმოაჩინეს, რომელშიც კოსმეტიკური და ფარმაცევტული საშუალებები მზადდებოდა. ეს ნამდვილი პარფიუმერულ-კოსმეტიკური ფაბრიკა იყო, რომელსაც ძვ. წ. აღრ. I საუკუნეში, თავად კლეოპატრა ხელმძღვანელობდა. ხელის დოლაბები, მცენარეების დასამუშავებლად, ქვაბები, რომელშიც არომატულ ხსნარებს ხარშავდნენ, ამფორები და პატარა ზომის ბოთლები, სურნელოვანი ნივთიერებებით – დღემდე არის შემონახული.

imageსიკვდილი ერთი წვეთი სუნამოს გამო


სუნამოს პირველი მფლობელები (იგულისხმება სპეციალურად სუნამოსთვის შექმნილ ეთერზეთებზე დამზადებული სუნამო) ნაპოლეონი (თუმცა, მოგვიანებით ის კელნის წყალზე ანუ «ოდეკოლონზე» გადავიდა) და მეფე ჯორჯ II იყვნენ. პირველი სუნამოების კომპოზიცია 7 კომპონენტს შეიცავდა და გასაიდუმლოებული იყო. ხოლო, საიდუმლოს გაცემა – სიკვდილით ისჯებოდა. როდესაც საფრანგეთის საიმპერატორო კარის პარფუმერმა ედმონდ დიუბელმა თავის ახალგაზრდა მეუღლეს იმპერატორისთვის განკუთვნილი სუნამოთი სარგებლობის უფლება მისცა – თავი მოჰკვეთეს.

image

საქმე ვაშლშია


ელისაბედ პირველს მსახურები იღლიებში გაფრცქვნილ ვაშლებს ულაგებდნენ, რომ ოფლის სუნი შეეწოვა და დეზოდორანტის ფუნქცია შეესრულებინა.

image

ხნის პირველი რეცეპტი


ლაიფციგში «ებერტის პაპირუსი» ინახება, რომელიც ჩვენს ერამდე 2000 წ. არის დათარიღებული. მასში სხვა უამრავ რეცეპტს შორის, არის თმის საღებავის მომზადების რეცეპტიც, რომელიც ფარაონი ტეტის დედას ეკუთვნოდა. ის პირველი წერილობითი ცნობა არის, ხნის საღებავად გამოყენების შესახებ.

imageსუნამოს ნაცვლად — თხის ქონი


ძველ საბერძნეთში, შეძლებული ქალბატონები ვარცხნილობაში თხის ქონს მალავდნენ, რომელშიც ჟასმინის ექსტრაქტს შეიცავდა. სიცხეში ქონი დნებოდა და სახეზე, კისერზე და მხრებზე ჩამოსდიოდათ, ხოლო ირგვლივ ყვავილის სურნელი იფრქვეოდა.

image

შანელის აღზევება


წარმატებული კარიერის გამო, შანელი პოლ პუარეს უნდა ემადლიერებოდეს. ეს უკანასკნელი იმით არის ცნობილი, რომ 1906 წელს, პარიზელ ქალბატონებს კორსეტებზე უარი ათქმევინა. ერთხელ, მან როტშილდების (ევროპელი ბანკირების დინასტია) ერთ-ერთი წარმომადგენელი ქალბატონი დიდი ხნის მანძილზე ალოდინა და იმისთვის, რომ სამაგოერო გადაეხადა «დიდი მკერავისთვის», გაბრაზებულმა ქალმა მთელი გარდერობი, იმ დროისთვის, უცნობ შანელს შეუკვეთა. ეს წარმოუდგენელი წარმატება იყო დამწყები დიზაინერისთვის. ხოლო, 1921 წელს, ლეგენდარული Chanel N°5 გაჩნდა და ათწლეულების მანძილზე, გემოვნებიანი ქალბატონების ერთ-ერთი საყვარელი სუნამო არის.

image

ცეცხლიანი საათი


ჩვენი შორეული წინაპრები მზის საათებით სარგებლობდნენ. იყო ასევე, ქვიშის, წყლის, შემდეგ – მექანიკური და ელექტრონული საათები გაჩნდა. ხოლო ჩინეთში, ფართოდ იყო გავრცელებული «ცეცხლიანი საათი». რომელიც სინამდვილეში, ჩვეულებრივი სანთელი იყო, რომელსაც ფითილის პარალელურად, გარკვეული მონაკვეთების დაშორებით, სურნელოვანი ნივთიერებები ჰქონდა ჩაყოლებული. როდესაც ალი ამ ნივთიერებამდე მივიდოდა, სასიამოვნო სურნელი იფრქვეოდა (მაგ., დღის 15:00 სთ-ზე ვარდის) სწორედ ამ სუნით ხვდებოდნენ, თუ რომელი საათი იყო.

imageლეგენდა «რევლონის» შესახებ


ჩარლზ რევსონმა, რომელმაც ამერიკული კოსმეტიკური კომპანია «რევლონი» დაარსა, ერთხელ, როდესაც ელეგანტურ რესტორანში სადილობდა, ყურადღება მიაქცია, მის გვერდით მჯარი ქალბატონის მიერ, ხელსახოცის ტუჩებთან მიტანის ფაქტს. ის იმან გააკვირვა, რომ მისი ფრჩხილის ლაქი და ტუჩსაცხის ტონალობა, ერთმანეთს არ შეესაბამებოდა და მიხვდა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფერთა შესაბამისობას პარფიუმერიაში.

1939 წ. რევსონმა დეკორატიულ კოსმეტიკის ახალი ხაზი გახსნა დევიზით: «ტუჩის ფერი შეესაბამება ფრჩხილის ფერს». ასე გაჩნდა ფერთა წყვილი – «ტუჩსაცხი — ფრჩხილის ლაქი».

imageმიზიდვა


ამერიკელი ჰერბერტ უელსი, ვიდრე ცნობილი მწერალი გახდებოდა, ძალიან მოსწონდათ ქალებს, თუმცა განსაკუთრებული გარეგნობით და ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩეოდა. როდესაც მწერლის კონკურენტმა მის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს ჰკითხა, უელსის წარმატების საიდუმლოს შესახებ, მან თვალები დახუჭა და ნეტარი სახით უპასუხა: «მას ხომ თაფლის სურნელი აქვს».

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageსუნამო, ტუალეტის წყალი, პარფიუმი… განსხვავება და სურნელის ხანგრძლივობა

როგორ განვასხვავოთ ნამდვილი სუნამო ყალბისგან – 6 რჩევა

ცნობილი ვიზაჟისტის მასტერკლასი (მხოლოდ დეკორატიული კოსმეტიკით) + ვიდეო

0
235
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0