ცნობილი ვიზაჟისტის მასტერკლასი (მხოლოდ დეკორატიული კოსმეტიკით) + ვიდეო
2016, 13 ოქტომბერი, 10:03
ვიზაჟისტი სამერ ხუზამი (Samer Khouzami) თავისი კლიენტების სახეს ისე ცვლის, რომ მათი ცნობა შეუძლებელი ხდება. ამასთან, ის მხოლოდ დეკორატიულ კოსმეტიკას იყენებს და მისი ნამუშევრები ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. სამერი თავისი საქმის ნამვილი დიდოსტატია, რაც კარგად ჩანს (იხ.) instagram.com/samerkhouzami/ -ზე წარმოდგენილ ფოტოსურათებზე.
ლიბანელი ვიზაჟისტის შესანიშნავი ნამუშევრების ცნობა რთული არ არის. მის ნამუშევარს სხვებისგან თანამედროვე ტონებით და თვალებზე გაკეთებული აქცენტით გამოარჩევთ. ჩვეულებრივ, ასეთი make-up-ი აღმოსავლეთის ქალბატონების სტილია. ჩრდილებით სახის კორექციას შეუძლია, ჩვეულებრივი, რიგითი ქალბატონი ვარსკვლავად აქციოს – ისეთად, რომლის ფოტოებსაც მოდური ჟურნალების ყდებზე ბეჭდავენ და რომლებსაც შემდეგში მიმბაძველების არმია უჩნდებათ. სამერი პოპულარული ვიზაჟისტია საკუთარ ქვეყანაში და მისი პოპულარობის გეოგრაფია თანდათანობით იზრდება. რაც შეეხება თავად ვიზაჟს, აქ პრინციპი მხოლოდ ერთია — სახის დიდი, ამოწეული და გვერძე “გაწეული" ნაწილები მუქი ფერის კოსმეტიკური საშუალებებით იფარება, ხოლო ის რაც პატარა და “ჩავარდნილია" – ღია ფერით.