x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
12 მოდური ვარცხნილობა, რომელიც ყველას უხდება!





არაფერი ამშვენებს ქალს ისე, როგორც კარგად შერჩეული ვარცხნილობა. მოდური და დახვეწილი ვარცხნილობა ხაზს გაუსვამს თქვენი სახის ღირსებებს და დამალავს ნაკლს (თუ გაქვთ), დაგეხმარებათ საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვაში, ხოლო ყველაზე მთავარი ის არის, რომ თქვენც და ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ხასიათს გამოგისწორებთ!

თუ თქვენ მოდის ტენდენციებს თვალს ადევნებთ და თავის გამოჩენა ლამაზი ვარცხნილობით გინდათ, მაშინ ყურაღება მიაქციეთ წლის მოდურ ვარცხნილობებს, საერთო ტენდენციები – ასიმეტრიული და მკვეთრი ხაზებია, რომელიც შეიძლება სულ ადვილად გაერთიანდეს ერთ ვარცხნილობაში… თქვენც სცადეთ! თუ საკუთარ ცხოვებაში ცვლილების შეტანა გინდათ, ვარცხნილობის შეცვლა, კარგი დასაწყისი იქნება.


კარე «ჩოლკით»


image

image

გასული საუკუნის 90-იან წლებში პოპულარული ვარცხნილობა ბრუნდება! გრძელი «ჩოლკა» განსაკუთრებით მათ უხდებათ, ვისაც მაღალი შუბლი აქვათ.

image

image


image

კოკი


image

image

კოკი, გასული საუკუნის 50-60 წლებში ყველაზე მოდური ვარცხნილობა იყო... მამაკაცებისთვის. დღეს ის მოდური ვარცხნილობაა, როგორც ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის, ისე ქალბატონებისთვის. ეს ვარცხნილობა მათთვის არის, ვისაც მოკლე თმა უყვარს, ღია შუბლით. უკან გადავარცხნილი «ჩოლკა» დღეს მოდის პიკზეა!

image

image

image

პიქსი «ვიქტორია ბეკჰემი»


imageimageეს ვარცხნილობა განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება, თუ თმა ლავანდის ან სხვა რომელიმე ყვავილის ფრად არის შეღებილი. თუმცა, თმის ნატურალურ ფერზეც ძალიან ლამაზია.

image

image

image

პიქსი New


image

image

აპარსული კეფა და გაღიავებული თმის ნაწილი: არის ისედაც მოდური პიქსის, ახალი ვერსია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ამ სეზონზე!

imageimage

image

მოკლე «წამოზრდილი» ბობი


image

image

რა ვარცხნილობა არის მოდაში ამ სეზონზე? კიბე-კიბედ აჩეხილი და ასემიტრიული თმის ბოლოები — ეს ის არის, რაც ნებისმიერ ქალს დაამშვენებს და მისი სახელი «ელეგანტური დაუდევრობა» არის!

image

image

image

«გლამურული» ბობი


imageimageმოცულობითი თმა კეფაზე, მრუდი გამყოფი ხაზი, ორად გაყოფილ თმას შორის და გრძელი «ჩოლკა» – მოდური ელეგანტური ვარცხნილობა, რომელიც ერთნაირად კარგად გამოიყურება როგორც ყოველდღიურ სამოსთან, ისე საღამოს კაბასთან.

image

image

image

ასიმეტრიული ბობი


image
imageერთ მხარეს თმა მხოლოდ ყურის ბიბილოს სწვდება, ხოლო მეორეზე — იმდენად გრძელია, რომ მხარს ეხება!

image

image

image

«აჩეხილი» ბობი


image

image

ამ ვარცხნილობაში განსაკუთრებული ყურადღება კეფას ექცევა: სხვადასხვა სიგრძეზე შეჭრილი თმა ძალიან ლამაზად და მოცულობითად გამოიყურება!

image

image

imageimageმოკლე ბობი


image

image

ამ ვარცხნილობის პოპულარობაც ვიქტორია ბეკჰემის დამსახურება არის. ვარცხნილობა Posh Spice რამდენიმე წლის წინ შემოვიდა მოდაში და დღემდე არ თმობს დაკავებულ პოზიციას!

image

image

image

გრძელი ბობი


image

image

გრძელი ბობი, ყველაზე მეტად, იმათ უხდებათ, ვისაც სქელი და მოცულობითი თქმა აქვთ.

image

image

image

«ქუდი»


imageimageმოკლედ აკრეჭილი თმა კეფაზე და წინ გადმოვარცხნილი კარე, მცირე ფილირებით (სპეციალური სავარცხლით შეჭრილი თმა, მისთვის მოცულობის მისაცემად). ეს ვარცხნილობა განსაკუთრებით ელეგანტურად გამოიყურება, თუ კეფაზე და საფეთქლებზე თმა მუქი ფერის არის, ხოლო ზემოთ — უფრო ღია.

image

image

image

იროკეზი


image

image

წარმოდგენილი 12 ვარცხნილობიდან, იროკეზი ერთადერთი ვარცხნილობა არის, რომელსაც ცოტაოდენი გამბედაობა ესაჭიროებ. ის მათთვის არის, ვისაც ყურადღების ცენტრში უყვარს ყოფნა.

ვარცხნილობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს: ის შეიძლება იყოს მეტისმეტად გამომწვევი და შეიძლება იყოს უფრო ქალური, რომანტიკულიც კი. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საზოგადოებისთვის ღია ვარცხნილობის დემონსტრირება, ხოლო თუ საჭიროა კლასიკური look-ი — თმის დავარცხნა ისე არის შესაძლებელი, რომ გაპარსული ადგილები არ გამოჩნდეს.

1
27243
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
27243
  
2016, 29 სექტემბერი, 12:57
«გლამურული» ბობი კაია..
თავისთავად სახეც შესაფერისი უნდა იყოს :-)
0 1 1