x
image
t.x.
საშინელი ამბავი, რაზეც 40 წელი დუმდნენ

image
1878 წელია, დავრბივართ პლაჟზე, მე 11-ის ვარ, ის 9-ის. აი ორნი ვართ ზღვაში. ვცურავთ, ტალღებსე ვწვებით და ვნებივრონთ. ძალიან ბევრჯერ მახსენდება ეს დღე, ვხუჭავ თვალებს და ვცდილობ დავივიწყო, ამოვშალო ჩემი მეხსიერებიდან.

მხიარულად ვატარებთ დროს ჩემი ფეხის თითები ეხება ფსკერს, პირი კი ოდნავ მაღლაა წყალზე, ვცდილობ ხელი ვკრა ნაპირისკენ მას კისერი ამოწეული აქვს წყლიდან, ალბათ იმიტომ რომ ისუნთქოს, პირი დახურული, წყალი რომ არ ჩაუვიდეს...

ვეღარ ვხედავ, ხელი გავუშვი, ეს უკვე ჩემს შესაძლებლობებს აღემატება, უკვე მეც მიჭირს. გადავწყვიტე დავტოვო. შეგნებულად გადავწყვიტე. ვიქნევ ხელ-ფეხს, ან ახლა, ან ვეღარ შევძლებ, ჩქარა! ძლიერად! სადაცაა დავიხრჩობი. ძლივს ვიგრძენი ფეხქვეშ ქვიშა. მეშინია უკან გახედვის. ვტირი და მივრბივარ. სულ ესაა რაც მახსოვს.

თითქმის 40 წელი გავიდა, ოჯახში ჩემი პატარა ძმის გარდაცვალების წლისთავი არ აღუნიშნავთ. არც არასოდეს უხსენებიათ.

ჩვენ ამოვშალეთ ცხოვრებიდან უბედური შემთხვევა, ამოვშალეთ ნიკიც. იქნებ არც ვაპირებდით, მაგრამ ასე გავაკეთეთ. ვატან ჩემს გონებას ძალას, რომ რამე გავიხსენო.

დედას ვურეკავ რომ მივალ. მაგიდაზე ჩაი და შოკოლადიანი ორცხობილაა, დედას ვეკითხები: უკანასკნელ დროს ძალიან მაწუხებს, მინდა ნიკის სიკვდილზე დაგელაპარაკო".

დედა მეუბნება რომ ყველაზე მძიმე მის ცხოვრებაში ის იყო, როგორ წავიდა მაღაზიაში საჭმელის საყიდლად.

ხუთი ულუფა ცხვრის ხორცის ხვეულა, ხუთი და არა ექვსი.

როცა ის პირველად მოვიდა სახლში ნიკის ულუფის გარეშე - ამან გაანადგურა.

"დედა, თარიღი არ მახსოვს."

18 აგვისტო 1978 წლის, - მპასუხობს ის.

ის რთული ბავშვი იყო - აგრძეებს დედა, - ურჩი იყო. არ ვიცი მისგან რა დადგებოდა, ან ბანკირი, ან ყაჩაღი. ის შენ არ გგავდა, დაუმორჩილებელი იყო თამაშისას და ძალიან ჭკვიანი. კრიკეტს ვერასდროს იგებდა, მაგრამ პირველი იყო ბურთით თამაშისას.

ამდენი წლის განმავლობაში მამას მისი სახელი არ უხსენებია. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ჩვენც ასე ვიქცეოდით. მამა რამდენიმე წელია რაც გარდაიცვალა და ახლა ვიქექები მის ქაღალდებში. გარდაცვალების მოწმობა 18/8/1978 წელი. დედა თვალს მადევნებს.

-მინდა რამე ვიპოვო რაც ნიკის ეხება.

- სხვენში წითელი პრიალა ჩემოდანია, სადაც მისი ნივთები ინახება. - მეუბნება დედა.

სხვენში ბევრი ძველი ნივთია, ყველაფერი შენახულია. მხოლოდ ჩემოდანი არაა, ყუთია.

რა დევს შიგნი? - მეკითხება დედა.

–მისი სახელმძღვანელოები, კეპიანი ქუდი. ვპოულობ წერილებს, რამდენიმე ფოტოს, მის ლურჯ სკოლის პიჯაკს, სამი ცალი ობლიგაცია, მისი სკოლის ქუდი. ოჯახმა გადაწყვიტა აქ გამოეკეტა ყველა მოგონება.

დედის თქმით ურჩი ბიჭი 1977 წელს მეორე ადგილზეა სწავლით თანატოლებს შორის. ამავე წელს არის ინიციატორი სკოლის გარშემო ფიჭვის ტყის გაშენების და თურმე კრიკეტის თამაშში გამარჯვებულიც.

მიხარია რომ ეს ყველაფერი გავიგე, თუმცა ვცდილობ მოგონებებს კვლავ გავექცე და არ ჩავუღრმავდე.

მაინც ჩავდივარ "პორტ-აიზეკში" დედამ გაიხსენა კოტეჯი და მიმასწავლა. კუთხეში დგას, მწვანე დარაბებიანი. პატრონს ნებართვას ვთხოვ და შევდივარ. ყველაფერი მახსენდება, აი მამა კარებთან დგას. ნიკი პარასკევს მოკვდა, კვირას სუინდონში დავბრუნდით, ოთხშაბათს დავასაფლავეთ. იმავე საღამოს გავემგზავრეთ კორნიშში, საიდანაც წავედით. ჩვენი დასვენება არ იყო დასრულებული. ამოვალაგეთ იგივე ჩემოდნები.

-ჩვენ იქვე დავბრუნდით? -ვეკითხები დედას.

-კი, ჩვენ ეს გავაკეთეთ. ვიქცეოდით ისე, როგორც არაფერი მომხდარა. დავბრუნდი რომ შემეგრძნო სიკვდილი, და თან გავმკლავებოდი მას.

ნიკი მეორე კვირის ბოლოს მოკვდა, სახლი მთელი თვით გვქონდა ნაქირავები. ორი კვირა კიდევ იყო დარჩენილი. დედამ ბებიას წერილი მისწერა: "ძვირფასო დედა, ალბათ გიკვირს, რომ დავბრუნდით, არ შეგვეძლო ტელეფონზე გვეპასუხა და წერილები მიგვეღო სახლში. იმდენი შევძელით, რომ სანაპიროზეც გავედით. ვერ აგიწერ იმ ტანჯვას რაც გამოვიარეთ".

-მე გამტეხა დარდმა-ამბობდ დედა. სამი თვის მერე შევნიშნე, რომ დღეში სამი საათი გადაბმულად ვტიროდი.

მე თითქოს არც გავზრდივარ, ისევ 11 წლის ვარ. გამოვდივარ ქუჩაში, ვყიდულობ წითელ ჩემოდანს და ვალაგებ შიგ ნიკის ნივთებს. ვახურავ თავს. ეს ნიკის ცხოვრება და სიკვდილია.

ეს ნამდვილი ამბავია და რიჩარდ ბირდის ისტორიაა.

საშინელება თუ სილამაზის გამოვლინება, რატომ აძრობენ მამები შვილებს კბილებს


"საუკუნის წყევლა" - ახალი დაავადება, რომელსაც გენმოდიფიცირებული პროდუქტები იწვევს


პოლიციელმა მოგუდა და გონი დააკარგვინა სტუდენტს, რომელიც არ უძალიანდებოდა(+შოკისმომგვრელი ფოტოები)

0
2010
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
2010