ასტროლოგია ზოდიაქოს ნიშანი და დიასახლისობის ნიჭი - ნაწილი მეორე 2012, 11 ივნისი, 13:41 ![]() აი რაც შეეხება ქალწულს, მინდა გაგახაროთ, რომ პრობლემები ნაკლებად ელის ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალის საქმროს. ქალწულებს ძალიან უყვართ ოჯახში ფუსფუსი და ზოგადად მათთვის მნიშვნელოვანია ვინმეზე ზრუნვა-პატრონობა. შემთხვევითი როდია რომ ცნობილი მედდების და ექიმების უმრავლესობა იბადება ამ ნიშნით. ასე რომ ქალწულის ცოლად მოყვანით, მამაკაცს გარანტირებული აქვს დაგვილ-დაწკრიალებული სახლი, მოვლილი შვილები და გემრიელი კერძი ყველა საღამოს. ![]() თუ სასწორის ცოლად მოყვანას გეგმავთ, აუცილებელია იცოდეთ რომ ამ ქალს ჰარმონია და კომფორტი უნდა დაახვედროთ იმ სახლში, რომელშიც მას დიასახლისობას დააკისრებთ. ხმაურიან, ფეთხუმი ოჯახის წევრებით სავსე ატმოსფეროში სასწორი ქალი ძალიან დაითრგუნება. სხვამხრივ კი, თუ მას ხელს შეუწყობთ გარემოს თვალსაზრისით, იგი ჩინებული დიასახლისი და მოსიყვარულე მეუღლე დადგება. მორიელი ქალის ქმარს კი ძალიან მყარი ფსიქიკა და ასეთივე მყარი ფიზიკური მდგომარეობა ესაჭიროება. ეს იმიტომ რომ ამ ქალისთვის დიასახლისობის ნიჭი პირდაპირპროპოციულია იმ "ნიჭთან" რომელსაც თქვენ მასთან საძინებელში გამოამჟღავნებთ. ასე რომ გაისარჯეთ ჩემო ბატონო და არც თქვენ დარჩებით უკმაყოფილო ცოლი მორიელის დიასახლისობით. პ.ს ყურადღებით იყავით, სულ მალე მესამე ოთხეულის შესახებაც დავდებ ინფორმაციას 4510 15-ს მოსწონს
|