x
image
lady.ge
ზოდიაქოს ნიშანი და დიასახლისობის ნიჭი - ნაწილი მეორე

imageმაშ ასე, დაპირებისამებრ ამ სტატიაში განვიხილავ მომდევნო ოთხეულს და ამჯერად ლომი ქალბატონის დიასახლობის ნიჭით დავიწყდებთ საუბარს..

ლომი ბუნებით ექსტრავერტი ნატურაა, ამიტომ ამ ქალის სახლში გამოკეტვის მცდელობაც კი ნებისმიერი მამაკაცისთვის მარცხით დასრულდება. საოჯახო საქმეების კეთებაზე, რეცხვა-დალაგებასა და სადილების მზადებაზე, ბუნებით აქტიური და კარიერისტი ლომი ქალი დიდად არ გიჟდება, თუმცა თუ მასთან დიპლომატიურ მიდგომას ისწავლის მისი მეუღლე და პერიოდულად ხელს შეუწყობს იმაში რომ მან, სამზარეულოს გარდა, საზოგადოებაშიც იბრწყინოს ქალი ლომი ყველაფერს ჩინებულად შეუთავსებს ერთმანეთს.



აი რაც შეეხება ქალწულს, მინდა გაგახაროთ, რომ პრობლემები ნაკლებად ელის ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალის საქმროს. ქალწულებს ძალიან უყვართ ოჯახში ფუსფუსი და ზოგადად მათთვის მნიშვნელოვანია ვინმეზე ზრუნვა-პატრონობა. შემთხვევითი როდია რომ ცნობილი მედდების და ექიმების უმრავლესობა იბადება ამ ნიშნით. ასე რომ ქალწულის ცოლად მოყვანით, მამაკაცს გარანტირებული აქვს დაგვილ-დაწკრიალებული სახლი, მოვლილი შვილები და გემრიელი კერძი ყველა საღამოს.


image
















თუ სასწორის ცოლად მოყვანას გეგმავთ, აუცილებელია იცოდეთ რომ ამ ქალს ჰარმონია და კომფორტი უნდა დაახვედროთ იმ სახლში, რომელშიც მას დიასახლისობას დააკისრებთ. ხმაურიან, ფეთხუმი ოჯახის წევრებით სავსე ატმოსფეროში სასწორი ქალი ძალიან დაითრგუნება. სხვამხრივ კი, თუ მას ხელს შეუწყობთ გარემოს თვალსაზრისით, იგი ჩინებული დიასახლისი და მოსიყვარულე მეუღლე დადგება.


მორიელი ქალის ქმარს კი ძალიან მყარი ფსიქიკა და ასეთივე მყარი ფიზიკური მდგომარეობა ესაჭიროება. ეს იმიტომ რომ ამ ქალისთვის დიასახლისობის ნიჭი პირდაპირპროპოციულია იმ "ნიჭთან" რომელსაც თქვენ მასთან საძინებელში გამოამჟღავნებთ. ასე რომ გაისარჯეთ ჩემო ბატონო და არც თქვენ დარჩებით უკმაყოფილო ცოლი მორიელის დიასახლისობით.




პ.ს ყურადღებით იყავით, სულ მალე მესამე ოთხეულის შესახებაც დავდებ ინფორმაციას

8
4510
15-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
4510
  
2013, 13 თებერვალი, 21:05
ქალწული ვარ ეგ ხოო ;დდ მოვლილი ყველაფერი მომწონს მაგრამ მეზარება სახლის დალაგება და რამე ;დ
2013, 24 იანვარი, 23:06
სასწორი + :)
2012, 16 სექტემბერი, 1:39
არ მჯერა ჰოროსკოპის...
2012, 12 ივნისი, 1:41
მორიელი რაღა თქმა უნდა :))
2012, 11 ივნისი, 23:28
უი რა კარგი დახასიათება მქონია თურმე (ქალწული)
0 1 8