"დიდი გნიასია ქოცსამეზობლოში – ეს რა თქვა სარიშვილმა... "
ქართველი პოლიტიკოსი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია მისი სტატუსის გამო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება, სადაც იგი წერდა რომ ის რაც ამ ხელისუფლების დროს ხდება, რომ თავისი ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად მათ შვილებს გამოუცხადა ბრძოლა და შვილებით აშანტაჟებს, წინა ხელისუფლება ამას არ კადრულობდაო.
"ესე იგი დიდი გნიასია ქოცსამეზობლოში – ეს რა თქვა სარიშვილმა... რას ქვია სხვა ხელისუფლება ამას არ კადრულობდა რაც ამ ხელისუფლებამ იკადრაო. რას ქვია არ არბევდნენ, არ უდებდნენ და არ იჭერდნენ ადრეო... ლაპარაკია ჩემ სტატუსზე, სადაც გარკვევით ვამბობ რომ ამ ხელისუფლებამ თავისი ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე მდაბალ ხერხს მიმართა – თვითონ მათ კი არა, მათ შვილებს გამოუცხადა ბრძოლა და შვილებით აშანტაჟებს!
ვიმეორებ ჩლუნგებისთვის და არა ფასიანი ფბმდევრებისთვის:
ლაპარაკია არა ზოგადად უკანონო დაჭერებზე, რეპრესიებზე და ასე შემდეგ, რაც მე და ჩემნაირებმა ყველა ხელისუფლების დროს საკუთარ თავზე გადავიტანეთ თქვენგან განსხვავებით, არამედ პოლიტიკურად არასასურველი ხალხის შვილებით დაშანტაჟებაზე!
სხვა ხელისუფლებების დროს ებრძოდნენ პოლიტიკურად არასასურველ პირებს პირდაპირ – თვითონ მათ იჭერდნენ, მათ არბევდნენ და ა.შ. დღევანდელი ხელისუფლება ასეთ ადამიანებს შვილების საშუალებით ებრძვის და ესაა ყველაზე ამაზრზენი!
გასაგებია ჩლუნგებო?!
ხოდა თუ ვინმემ გაიგეთ რაც ვთქვი, სხვა ჩლუნგებსაც გადაეცით და იმაზე დაფიქრდით, ამ ხელისუფლების გინებას საკუთარ თავებზე რატომ იღებთ – თქვენ ხომ პირადად არავის გეხებით... თუ მთელი ცხოვრება ბუჩქების უკან მიმალულები ან ყველა ხელისუფლების უკანალის მლოკველები სხვებზე დარდმა შეგაწუხათ?
მოკლედ გადაეცით სხვა ჩლუნგებსაც და დაისვენეთ..."