x
image
t.x.
- 7 კგ. ერთ დღეში - ეს რეალურია, მაგრამ სახიფათოა

image
დიეტებით გატაცება ექსპერიმენტად შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მაგრამ ბევრი სპორტსმენისთვის, წონის დაკარგვა შეიძლება უკიდურესად მძიმე იყოს. შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლეს აყენებენ საფრთხის ქვეშ. ერთ-ერთი მოჭიდავე გვიჩვენებს ექსპერიმენტს, რის დროსაც თავისი წონის 10 % - ს კარგავს 24 საათზე მცირე დროში. ამ საშინელ პროცესს "წონის ჩამოჭრას" უწოდებენ.

28 წლის ლივერპულელი სპორტსმენი დენ გარნეტი გამოდის შეჯიბრზე გარკვეულ წონით კატეგორიაში და თავიდან იყო 69 კგ. მან შეძლო 19 საათში ჩამოსულიყო 61.8 კგ - მდე.

BBC -ის ჟურნალისტები იღებენ და აკვირდებინ მთელი დღის განმავლობაში ამ პროცესს. ოფიციალური აწონვის წინ ის აპირებს დაიკლოს 7 კგ. და რა თქმა უნდა არაფერს არ იკარებს პირში. (იგულისხმება წყალიც). წონის ჩამოკლება უფრო სახიფათოა, ვიდრე თავად ბრძოლა. ყოფილა შემთხვევა, როცა ასეთ დროს სპორტსმენი მომკვდარა, რომ აღარაფერი ვთქვათ დიდ სამედიცინო რისკებზე. დინი იმდენად მონდომებულია წონაში დაკლებაზე, რომ ბოთლში შარდავს, რათა მიხვდეს რამდენი გრამი მოაკლდება. თვითონაც იცის, როგორი სტრესის ქვეშ აყენებს საკუთარ თავს, მაგრამ სხვაგვარად ვერ ჯდება სასურველ წონით კატეგორიაში. აღნიშნავს, რომ არ უყვარს ასეთი გამოუვალი მდგომარეობები, მაგრამ ამჯერად პრობლემის წინაშეა. "რომ შემეძლოს სხვა წონით კატეგორიაში გამოსვლა, არ გავრისკავდი. მეკითხებიან, რატომ ვაკეთებ ამას? - იმიტომ რომ გამოვიმუშავო მილიონები, იმიტომ რომ მსურს ვიყო საუკეთესო".

ის დღის დიდ ნაწილს საუნაში ატარებს, ოღონდ არა გადაბმულად. ამას სახლში ვერ გააკეთებდა, რადგან აქ აკვირდებიან მისი მწვრთნელი და მკვლევარი ლივერპულის უნივერსიტეტიდან. ამბობს, რომ ეს ყველაზე საშიში რამეა, რას კი გაუკეთებია.

წონის მოკლებას გაუწყლოვანების ხარჯზე სპორტსმენი გოგონებიც მიმართავენ და უფრო მეტსაც იკლებენ.

გადის დღე და დინი სასწორზე დგას. სრული 8 კილოგრამი. ახლა უნდა ჭამოს, რომ ღონე მოიკრიბოს და ბრძოლა შეძლოს, ოღონდ არა ძღომამდე. ბრძოლა ფრედ დამთავრდა. ამის შემდეგ დინი შეძლებს ნორმალურად კვებას, თუმცა ისევ მალე მოიმატებს. ერთ თვეში კი ახალი ბრძოლა ელის.imageimageimageimage
image





დაივიწყე ცელულიტი. მალამო, რომელიც სამზარეულოში ყველას მოეპოვება



წონის კლების საიდუმლო - ექსკლუზიური ნაწყვეტი ამელია ფრეერის წიგნიდან. დიეტა შეზღუდვების გარეშე


რატომ მოაჭრა ქალმა ქმარს "მამაკაცური ღირსება"

0
342
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0