x
image
t.x.
აღდგება თუ არა პიტის და ჯოლის ოჯახი? რა ხერხებით ცდილობს ენჯი ქმრის დაბრუნებას

image
ენჯის სიყვარული სხეულის მოხატვისადმი საყოველთაოდაა ცნობილი. მას 15 სვირინგი აქვს. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ გაიკეთა ახალი. სვირინგი ტაილანდელმა ყოფილმა ბერმა აჯარნ ნუ კანპამ გაუკეთა კამბოჯაში და იქ ვარსკვლავი ყოფილ ქმართან - ბრედთან ერთად იყო. მსახიობი გადაღებებზე იყო 2016 წლის თებერვალში და შინ მოხატული ზურგით დაბრუნდა, თანაც აღსანიშნავია, რომ ეს არის სიმბოლური ჩანაწერი მისთვის და ბრედ პიტისთვის. image
შარშანდელი ვიზიტისას სამი სვირინგი გაიკეთა გეომეტრიული ფიგურებითა და ცხოველთა გამოსახულებებით. ანჯელინას შერჩეული ჰყავს ისეთი მხატვარი, რომელიც ძველებური ხელსაწყოებით მუშაობს. ეს არის გრძელ ღეროზე წამოცმული ნემსი, რომელიც უფრო უსაფრთხოა ვიდრე თანამედროვე სვირინგის პისტოლეტი, და თანაც უფრო ზუსტი.

ამავე ბერთან ბრედიცაა ნამყოფი განქორწინებამდე ერთი თვით ადრე. მან მუცლის მარცხენა ნაწილი მოიხატა ბუდისტური სიმბოლოებით. ეს სიმბოლოები მაშინ ცოლ - ქმარმა ოჯახის სიმტკიცისთვის გაიკეთა, მაგრამ ბედის ირონიით გამოცდას ვერ გაუძლო.

სამივე ახალი ნახატი ენჯის ზურგზე აქვს, რომელიც ძველის გაგრძელებას წააგავს. ახალ ნახატებში ჩართულია ბუდისტური სიმბოლოები და "მანტრები", რომლებიც თავდაცვით მექანიზმს უზრუნველყოფს.

ბანკოკში დიზაინერები ამ სამუშაოსთვის ათასობით ფუნტ სტერლინგს იღებენ. ბერ აჯარნს მოხატული ჰყავს ბევრი ცნობილი პირი, მათ შორის კარა დელევინგი და მსახიობი მიშელ როდრიგესი. ის ცხოვრობს ბანკოკთან ახლოს, ტაძარში და ამბობს, რომ მისი სიმბოლოები ყველას იცავს, ვინც მათ გაიკეთებს.

ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლიმ პირველად ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად რთული იყო მისი და ბრედ პიტის განქორწინება არამარტო მისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც.

ჰოლივუდის ვარსკვლავი კამბოჯაში იყო თავისი ახალი ფილმის გადაღებაზე, სადაც BBC News-ის ჟურნალისტმა პირად ამბებზე შეკითხვა დაუსვა. მსახიობმა განაცხადა, რომ არ სურდა ამ საკითხზე ბევრი ლაპარაკი, მაგრამ ცრემლების თანხლებით, ძალიან ემოციურად აღნიშნა, რომ ეს ძალიან რთული იყო და ყოველთვის ერთ ოჯახად დარჩებიან.

შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი 2005 წელს დაიწყო "მისტერ და მისის სმიტები"-ს გადაღებისას და ბრედი მაშინ ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული. ამჟამად მათ შორის ისევ გრძელდება სასამართლო დავა ბავშვების თაობაზე. სადაც ჯოლი აცხადებდა, რომ ბრედს ეშინია საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. ამჯერად ყველა მათგანი(იგულისხმება ექვსივე შვილი) დედასთან ცხოვრობს და ის ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ოჯახის ერთობა.imageimageimageimage

რამ ააცრემლა ანჯელინა ჯოლი? ნანობს თუ არ ის ბრედთან განშორებას?

თავსატეხები, რომლებსაც მხოლოდ ერთეულები თუ უმკლავდებიან

რა გველის სიკვდილის შემდეგ

0
413
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0