“გუშინდელი არასაკმარისი რეაქციით, შსსმ პრაქტიკულად გადააწვევინა ბათუმი დამნაშავეებს”-ნიკა გვარამია
ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აფიქსირებს რუსთავი 2-ის გენარალური დირექტორი, ნიკა გვარამია.
მისი აზრით სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება დაგვიანებული იყო, რამაც ვითარების ესკალაცია გამოიწვია:

“რომელი პარტიის მთავრობაც არ უნდა იყოს, ჩემი პოზიცია ყოველთვის იქნება, რომ სპეცრაზმმა და პატრულმა უნდა იმოქმედოს სიტუაციის შესაბამისად.
პროპორციული და ადეკვატური ძალის გამოყენება მარტო ძალის გადამეტებისგან თავშეკავებას კი არ ნიშნავს, არამედ არასათანადო რეაგირებისგანაც. გადამეტება ცუდია, მაგრამ საერთოდ სიტუაციიდან თავის გარიდება - ასევე ცუდი.
გუშინდელი არასაკმარისი რეაქციით, შსსმ პრაქტიკულად გადააწვევინა ბათუმი დამნაშავეებს და დიახ, ეგეც ძალის არაადეკვატური და არაპროპორციული გამოყენებაა, ოღონდ მინუს ნიშნით! არავითარი გამართლება ამას არა აქვს!”
