x
image
t.x.
ჩვილი ბავშვი გარდაცვლილს ხედავს - რა შენიშნა დედამ ვიდეოზე
image
26 წლის ჯესიკა ლუისი იღებდა თავისი პატარა ქალიშვილის ნიულას თამაშს, როცა კადრში თეთრი ფიგურა გამოჩნდა. ის ამტკიცებს, რომ ბავშვი ხედავდა მას და იქით მიხოხავდა. ჯესიკა ექთანია და ცხოვრობს ჩეშირში. ის ვარაუდობს, რომ უცნაური ფორმის მოჩვენება შეიძლება იყოს მისი საყვარელი მეგობრის სული, რომელმაც იცოდა მისი ორსულობის შესახებ, ელოდებოდა ბავშვის დაბადებას, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. ეს საოცარი სანახაობა როგორც ჯესიკა გვარწმუნებს მეგობრის გარდაცვალების დღეს მოხდა, ზუსტად ერთი წლის თავზე. ბოლოს მოჩვენება გაქრა, ბავშვი კი თვალებით ეძებდა და ათვალიერებდა ადგილს, საითაც ის გაუჩინარდა.

ქალბატონი ლუისი ამბობს, რომ ეს მაშინვე არ შეუმჩნევია. დედა ხშირად იღებს თავის პატარას. ეს მოვლენა კი რამდენიმე დღის მერე, როცა ჩანაწერს ათვალიერებდა, მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა და თვითონაც განცვიფრებული დარჩა.image

"მოჩვენება რაღაც ხმასაც კი გამოსცემს, თუმცა ეს მაშინ არ შემიმჩნევია. ოთახში მხოლოდ მე და ნიულა ვიყავით. ნიულა ძალიან ენერგიულია, ყველაფერი აინტერესებს, ძალიან მეგობრულია და მაშინვე მიცოცავს ყველასკენ, ვინც კი მოეწონება".

"ვიდეოს ყურებისას, შესამჩნევია როგორ დაინახა ბავშვმა ეს აჩრდილი და მისკენ გახოხდა. იმ დღის მერე, ყოველთვის მიხოხავს საკვამურისკენ და იქნევს იქით ხელებს. ჩემი მეგობარი მოუთმენლად ელოდებოდა ნიულას დაბადებას, თუმცა მოულოდნელად გარდაიცვალა. ის 60-საც არ იყო. ალბათ არ შემეშინდებოდა ის რომ ჩემი თვალით დამენახა, საერთოდ ასეთი რამეების არ მეშინია. რაც გინდა იყოს, ეს ალბათ კეთილი სულია, რადგან პატარა ძალიან მეგობრულად უწვდიდა ხელებს, ამიტომ მშვიდად ვარ მაშინაც, როცა ჩემი მეგობარი (კრისტიან მეი) სახლში არ არის".


ამის მერე სახლში ზოგჯერ ნაპერწკლები ცვივა და ნიულა მას ეთამაშება, თუმცა არავინ ჩანს. ჯესიკა ახლა დეკრეტულ შვებულებაშია. ის იხსენებს, რომ მის დას ახალგაზრდობაში წარმოსახვითი მეგობარი ჰყავდა და დედამისიც ამტკიცებს, რომ ყოველთვის უცნაურ მოვლენებს ამჩნევდა.imageimageimage


"სახლიც ძველია, ალბათ 100 წელზე მეტის, თანაც სასაფლაოს მახლობლად ვცხოვრობთ. მე იქ არაფერი არ დამინახავს, მაგრამ თითქოს რაღაც არ მსიამოვნებს".







"საუკუნის წყევლა" - ახალი დაავადება, რომელსაც გენმოდიფიცირებული პროდუქტები იწვევს


მეცნიერებმა გამოიკვლიეს თუ რა ემართებათ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ


საშინელი ძველებური წეს-ჩვულება


0
1061
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1061
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0