x
image
jango
ქუთაისის აქციას 60 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა

imageუკვე აღარ არის ხალხის თვლა საჭირო რადგან ყველა დარწმუნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გვერდით მართლაც ბევრი ადამიანი დგას. google map-ის სპეციალური პროგრამის მეშვეობით გაიზომა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქციის ტერიტორია.
ფართობი პირობითად 4 ნაწილად დაიყო. თითოეულ ნაწილზე ხალხის სიმჭიდროვე განსხვავებული იყო. 18.00 საათისთვის მომიტინგეთა რაოდენობა ქუთაისში დაახლოებით 55 000-ს შეადგენდა, ეს ციფრი google-მაპის დახმარებით განისაზღვარა. "დღეს აქ, ქუთაისში ვდებთ პირობას, რომ ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი ოჯახისთვის. დღეიდან ჩვენ ყველანი თანამებრძოლები ვართ", - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა. საინტერესოა ისიც, რომ ეს ციფრი დაფიქსირდა მაშინ როდესაც ყველა არ იყო მისული. ბაღდათის და ზესტაფონის დიდი ნაკადი არ იყო მისული ჯერ ქუთაისის აქციაზე. ამიტომ როგორც ვარაუდობენ ხალხის რაოდენობა ნამდვილად გადააჭარბებდა 60 ათასს.ამ დროისთვის ძირითადმა ნაწილმა უკვე დატოვა სცენისა და აღმაშენებლის გამზირიდან ბალახვანის მოედნამდე ტერიტორია. დარჩენილია მხოლოდ მომიტინგეების ნაწილი, რომლებიც განაგრძობენ იმ პოლიტიკური განცხადებების განხილვას, რომელიც დღეს ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. კვალიცია ქართულ ოცნებას შეხვედრა ელოდებათ ზუგდიდელებს.

3
416
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
416
  
2012, 11 ივნისი, 16:04
იმდენი ვიშრომეტ ხალხი რო არ მოსულიყო და ეგ შრომა წყალში გადაგვყროდა ,ფარ-ხმას დავყრიდი!
2012, 11 ივნისი, 12:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 11 ივნისი, 0:25
როგორ არ მივიდოდნენ სურვილების ასრულებას პირდებატ ეს ქარტული ოცნებები და:P დაპირებების გამო ვინც იქ მივიდა იმას რა ვუტხარი მე:P
0 1 3