"მაიას უბედურებამ ამომაგდო ყველაფრიდან... აუცილებელია შედგეს შეხვედრა დეკანოზსა და პატრიარქს შორის!"
ქართველი პოლიტიკოსი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, მაგრამ მას არ უშვებენ. მისი პატრიარქთან შეხვედრის მიზეზი კი ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლის დაცვას ეხება. ირინა სარიშვილის სტატუსიდან გამომდინარე, მას პატრიარქთან შესვლით გიორგი მამალაძის, უდანაშაულო ადამიანის ფიზიკური ან მორალური განადგურებისგან დაცვა სურს და საზოგადოებისთვის შემდეგ მიმართვას ავრცელებს:
"მაიას უბედურებამ ამომაგდო ყველაფრიდან, საკუთარი თავიც დამავიწყა და ის გეგმებიც, რაზეც საპატრიარქოსთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გითხარით.
ამასობაში კი ერთის მხრივ მე მირეკავენ საპატრიარქოდან და მეუბნებიან, რომ ჩემი სურვილი რომ შევხვდე პატრიარქს ჯერ ადრესატამდე ვერ მიიტანეს, მეორეს მხრივ კი ვხედავ როგორ დაუბრკოლებლად შედიან ტერიტორიაზე, სადაც მე არ შემიშვეს, ივანიშვილების ოჯახი ძაღლითურთ, ნანა კაკაბაძე, გოგა ხაინდრავა... მინისტრებზე და ოფიციალურ ჩინოვნიკებზე აღარაფერს ვამბობ!
ამ დროს კი დეკანოზი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ღიად აცხადებს რომ მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და სთხოვს სახალხო დამცველს ეს შაბათ–კვირა მასთან ერთად გაატაროს!
მამალაძესთან ვერ ან არ მიდიან სასულიერო პირები!
ვინც მართლა მოინდომა შესვლა, მას არ უშვებენ!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ:
იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ უდანაშაულო ადამიანის ფიზიკური ან მორალური განადგურება, აუცილებელია შედგეს შეხვედრა დეკანოზსა და პატრიარქს შორის!
რას ველოდებით?! სანამ ამ ყველაფრის შემოქმედი ივანიშვილი პინგვინთან და ნიანგთან ერთად ესტუმრება საპატრიარქოს თუ რას?!!!
მე არ მაქვს ფინანსები, ოფისი და არც პოლიტიკური ამბიციები მამოძრავებს.
მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ აქედან – სოციალური ქსელიდან მოგიწოდოთ, ყველა შევიკრიბოთ საპატრიარქოსთან და არ დავიშალოთ მანამდე სანამ ამ შეხვედრაზე თანხმობა არ განცხადდება!
რამდენი ვართ მზად, რომ უდანაშაულო ადამიანის დასაცავად მივიდეთ საპატრიარქოსთან და არ წამოვიდეთ შედეგის გარეშე?
მე ვერც ღვეზელებს შემოგთავაზებთ როცა მოგვშივდებათ და მოგვწყურდება და ვერც წყალს!
მოდით, აქ დავწეროთ, რამდენი ვართ მზად ასეთი მოქმედებისთვის.
გთხოვთ ყველას რომ გარკვევით დაწეროთ რამდენი ხართ მომსვლელი დათქმულ დროს და ადგილზე იმ პირობებით რაც დაგიწერეთ! ის ვინც ამ იდეას იზიარებს და სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის საქართველოში არყოფნის გამო აქციაზე ვერ მოვა, გთხოვთ მიუთითოთ კომენტარში.
მე მზად ვარ!
კიდევ რამდენი?
დავიწყოთ!
დაწერეთ კომენტარებში, მოდიხართ თუ არა ამ პირობებით აქციაზე!
ზუსტად დროს ხვალ – 25 თებერვალს დავდებ სტატუსად აქ.
ვინც ამ იდეას იზიარებს, თუნდაც რაიმე მიზეზით ვერ მოდიოდეს, გთხოვთ, გაავრცელეთ!"