საზოგადოება ფინტი სილქნეტისაგან 2017, 15 თებერვალი, 23:07 ყოველთვიურად სილქნეტი შეტყობინებით მაფრთხილებს 10 რიცხვისთვის დავფარო ინტერნეტის გადასახადი. ამ ბოლოს კი შეტყობინება აღარ გამოუგზავნია. მეც მხედველობიდან გამომრჩა და 11 ში დილით სილქნეტის სერვისცენტრს მივაკითხე.
-ალბათ უნებლიეთ წაგეშალათ შეტყობინება, არაუშავს, ახლა დაფარეთ და ჯარიმას 1 ლარს, შემდეგ თვეში გადაიხდით - მითხრა მორიგე ოპერატორმა და გვერდით კოლეგასთან გადამამისამართა.
- ამ დილით უკვე მესამე ხართ, ვისაც შეტყობინება არ მიუღია და გადახდა დაავიწყდა- მითხრა მეორე ოპერატორმა, როცა თანხას ვიხდიდი.
თუ ვივარაუდებთ, რომ ჩემსავით ბოთე, აბონენტების მესამედი მაინც არის, სილქნეტს კარგი შემოსავალი დარჩება.
გადახდისთანავე სილქნეტისაგან შეტყობინება მივიღე - "თქვენი სერვისების ანგარიშზე ჩაირიცხა 35 ლარი." 58 შეფასება არ არის
|