სხვა 43 წლის ქალბატონი გაჩერებულ ლიფტში გარდაიცვალა 2017, 13 თებერვალი, 17:10
ქალბატონის მეზობლების განცხადებით, მათ არანაირი საეჭვო ხმაური ლიფტიდან არ გაუგიათ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მექანიკოსები ვალდებულნი იყვნენ დაედგინათ, იმყოფებოდა თუ არა მგზავრი ლიფტის კაბინაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყოთ შესაკეთებელი სამუშაოები, მათ შორის, გამოერთოთ ელექტროენერგია. ჩინეთში უსაფრთხოების ნორმები იშვიათადაა დაცული და ამას მოწმობს კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა და ისიც ლიფტში: კაბინის იატაკი ჩავარდა და ქალმა მისი 2 წლის შვილის გადარჩენა სართულზე გადმოგდებით მოახერხა, თავად კი შახტაში ჩავარდა და დაიღუპა. 164 3-ს მოსწონს
|