x
image
ალექსანდრე ლექსო
5 საინტერესო ფაქტი ელისაბედ მეორის შესახებ
65 წლის წინ, 1952 წლის 6 თებერვალს დიდი ბრიტანეთის ტახტზე ელისაბედ მეორე ავიდა.

image 5 საინტერესო ფაქტი მის შესახებ.

პატარობაში ელისაბედ მეორე საკუთარ სახელს შეცდომით გამოთქვამდა. ეს სახელი შერჩა კიდეც, როგორც ბავშვობის მეტსახელი - ლილიბეტ.

დედოფალი გატაცებული იყო ცურვით. მას აქვს მაშველის სერტიფიკატი.


ელისაბედ მეორეს არა აქვს პასპორტი.

არასოდეს არ აქვს თან ფული. გამონაკლისია მხოლოდ კვირა დღე, როცა დედოფალი ეკლესიაში მიდის და 5 ან 10 ფუნტს სწირავს ტაძარს.

ელისებედ მეორეს ძალიან უყვარს ცხენები და ძაღლები. პირველი პონი ბავშვობაში ბაბუამ, გეორგ მეხუთემ აჩუქა. ძაღლებიდან მოსწონს კორგის ჯიშის ძაღლი. მისი მეფობის განმავლობაში ოცდაათზე მეტი ამ ჯიშის ძაღლი ჰყავდა. მან გამოიყვანა ახალი ჯიში – დორგი. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა მისი ერთერთი კორგი პრინცესა მარგარეტის ტაქსას დაუმეგობრდა.

0
306
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0